

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელმძღვანელობს შემდეგი პროგრამული მანდატებითა და მიდგომებით. მანდატები და მიდგომები საკმაოდ მოქნილი და მართულია მოთხოვნების შესაბამისად. იშვიათი გამონაკლისის სახით, ხანდახან პროგრამული აქტივობები შესაძლებელია ვერც ერთ კატეგორიას ვერ მოერგონ, მაგრამ ხან კი _ პირიქით, შეიძლება ერთბაშად რამდენიმე კატეგორიაში მოხვდნენ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არ ცდილობს, ხელი შეუწყოს პროცესს, რომელიც მკაცრად დაიცავს ამ სტრუქტურის მიერ დადგენილ წესებს, რადგან ქვემოთ ჩამოთვლილი სამოქმედო სფეროები ზოგადი რჩევებია, რომლებიც დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს და მათაც, ვისაც ეძლევა დაფინანსება.
სამოქალაქო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა
ფონდი ცდილობს, გაზარდოს მოქალაქეთა აქტივობა, აგრეთვე ჩართოს ისინი ბიზნესსაქმიანობის, მთავრობისა და დონორ ორგანიზაციათა მონიტორინგში. პოლიტიკის ჩამოყალიბებამ და დანერგვამ, საზოგადოებრივი და სოციალური სამსახურის გაწევამ, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც საზოგადოების, ასევე სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ განვითარებაზე. ფონდი წაახალისებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ დანერგონ და განავითარონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა საერთაშორისო პროექტებისა და აუდიტორული შემოწმების მიმართ. ამის განხორციელება კი შესაძლებელია სამოქალაქო სექტორის ჩართვით როგორც ინფრასტრუქტურისა და საკანონმდებლო მონიტორინგის, ასევე პროექტების შეფასებაში. მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობა მთელი დაფინანსებული საქმიანობის მთავარ კომპონენტს შეადგენს. გამჭვირვალობის ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება კერძო სექტორისათვის ასევე გაზრდის ეკონომიკურ თანამონაწილეობასა და შესაძლებლობებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აძლიერებს საზოგადოებრივ და კერძო პარტინიორობებს მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მთავრობასთან პოლიტიკურ დიალოგში ჩართვის მეშვეობით. ფონდი ასევე ხელს უწყობს ბიზნესის ინსტიტუციონალურ განვითარებას და პროფესიულ-ტექნიკური პროგრამების განხორციელებას.
ფაქტებზე დაფუძნებული კვლევების უნარჩვევების განვითარება პოლიტიკის ფორმულირების გაუმჯობესების მიზნით
ფონდი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიაში გააუმჯობესოს სოციალური კვლევების ხარისხი _ ტრენინგების, კვლევის მეთოდების, სტიპენდიებისა და პროპაგანდის საშუალებით. პოლიტიკური ფორმირების პროცესში ძალზე რთულია სოციოლოგთა ხვედრი, რადგან მათ უნდა შეძლონ ეფექტური პროგრამის ჩამოყალიბება, რომელთა დახმარებითაც მოხერხდება არსებულ პრობლემათა გადაწყვეტა. აღიარებულია, რომ კვლევა და არგუმენტირებული პოლიტიკა დაფუძნებულია საიმედო და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე. ფონდი გააგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს ყოველწლიურ კავკასიურ ბარომეტრს, ასევე ჩატარებულ წლიურ გამოკითხვას, რომელიც ემყარება სამხრეთ კავკასიაში არსებულ დამოკიდებულებებსა და აღქმებს. ფონდისათვის კვლევასა და პოლიტიკაში კვალიფიკაციის ამაღლების ძირითადი მექანიზმია კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი.
კორპორაციული და საზოგადოებრივი ფილანტროპიისათვის ხელის შეწყობა
ფონდი ცდილობს წაახალისოს სამხრეთ კავკასიაში საზოგადოების კეთილი ნება და აქტივობა. ამ სფეროში მოღვაწეობა გულისხმობს ადგილობრივი კორპორაციული ფილანთროპიის დანერგვას და ახალგაზრდებისათვის ისეთი ხედვისა და უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც მათ მომავალში დაეხმარება თავად დანერგონ და განახორციელონ საზოგადოებრივი ცვლილებები.
საერთაშორისო თანამშრომლობა
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფონდის მიერ დანერგილ პროგრამებს შორის ერთ-ერთი წამყვანია ერთაშორისი საქმიანობა. ამ პროგრამის მიზანია, ითანამშრომლოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით. ამის მიღწევა შესაძლებელია ინდივიდების დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომლებსაც საერთო პრობლემები და მიზნები აქვთ. ორი ქვეყნის დიპლომატიის ძალისხმევით აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ერთაშორისი თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებულია მესამე სექტორსა და ბიზნესზე, რათა დაადგინოს ინტეგრაციის ხარისხი სოციალურ გარემოში. ეს კი, თავისთავად, გაზრდის ნდობას და ხელს შეუწყობს ძალისმიერი კონფლიქტების აღმოფხვრას.
“ღია კარის” პროგრამა
ფონდი აღიარებს, რომ გონიერ ადამიანებს კარგი იდეებით შეუძლიათ მნიშვნელოვანი სოციალური გავლენა მოახდინონ საზოგადოების ფართო მასებზე. ხოლო მეწარმეები თავიანთი ახალი გადაწყვეტილებებითა და იდეებით ცდილობენ, წარმატებით დაძლიონ არსებული სირთულეები. ფონდის “ღია კარის” საგრანტო მექანიზმი მხარს უჭერს ინოვაციურ და ხანდახან სარისკო პილოტურ პროექტებს, რათა გამოსცადოს ახალი იდეები, თავდაპირველად, მცირე მასშტაბით. მაგრამ, თუ “ღია კარის” საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები, წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლებელია მისი მასშტაბები გაზარდოს.

