

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) პროგრამა აერთიანებს კვლევების, რესურსებისა და ტრენინგის ცენტრებს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში. მათი მიზანია სამხრეთ კავკასიაში სოციალური კვლევებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის განვითარება. ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციასა და ევრაზიის ფონდს შორის თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის მიზანია უზრუნველყოს მაღალხარისხიანი კვლევითი რესურსების ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობათა განმტკიცება და დიალოგის გაღრმავება სოციალურ მეცნიერებათა მკვლევარებსა და პრაქტიკული საქმიანობით დაკავებულ პროფესიონალებს შორის.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2004 წელს დაიწყო კვლევითი გრანტების პროგრამა საჯარო პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევების მხარდაჭერის მიზნით ეკონომიკაში, სოციოლოგიაში, დემოგრაფიასა და სოციალური მეცნიერების სხვა დარგებში. მკვლევარები ხშირად იყენებენ როგორც CRRC მონაცემთა ინიციატივის ბაზას, ასევე სხვა არსებულ მონაცემთა წყაროებს. გრანტის მიმღებები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მკვლევარი კოლეგებისა და საკონკურსო კომიტეტის შეფასებებს.
აღსანიშნავია რამდენიმე სიახლე, რაც 2007 წელს განხორციელდა კვლევითი გრანტების პროგრამასთან დაკავშირებით. საგრანტო პროგრამა ამოქმედდა ინტერნეტში. ამჟამად მკვლევარები აქტიურად იყენებენ ინტერნეტის საშუალებით შესწავლის Moodle პლატფორმას. Moodle ხელს უწყობს ინტერაქტიული გარემოს შექმნას აპლიკანტებისათვის, რათა მათ აქიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის თანამშრომლებთან ანკეტის შევსების პროცედურის დროს, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა აპლიკაციების ხარისხი. 2007 წლის კვლევითი გრანტის მიმღებები Moodle პლატფორმის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ სხვადახვა ტრეინინგში. ასევე კვლევითი გრანტის მიმღებებს ევალებათ ინგლისურ ენაზე თავიანთი ნაშრომების წარდგენა რეფერირებულ ჟურნალებში, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის ინტეგრაციას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-საიტზე: www.crrccenters.org

