წარმატების ისტორია
- 19 მაისი 2010
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართველ ქალებს ოჯახების დასახმარებლად ერთდროულად რამდენიმე პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში არსებული პატრიარქლური სოციალური სისტემა ერთგვარად ზღუდავდა ქალის მონაწილეობას ოჯახს გარეთ, და საზოგადოებრივ სფეროში, ამას მაინც არ შეუმცირებია მატში ახლებურად აზროვნებისა და ბიზნეს საქმიანობის წარმოების სურვილი.
- 19 მაისი 2010
”ახალგაზრდულმა ბანკმა მასწავლა, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ომის შემდეგ განადგურებულები და გულგატეხილები ვიყავით, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ახალგაზრდული ბანკი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას ჩვენ გვანდობს. საშუალებას გვაძლევს, თავად განვსაზღვროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები.”
ზურაბ მძინარიშვილი, გორის საჯარო სკოლის მოსწავლე (16 წლის)
- 5 მაისი 2010
თვრამეტი წლის წინ ექიმი აფხაზეთიდან მთვარისა სახეიშვილი დევნილი გახდა საკუთარი სახლიდან სოხუმიდან, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. იგი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა და მუშაობა დაიწყო როგორც სამედიცინო სპეციალისტმა. თუმცა მალე უმუშევარი გახდა. იმედის გადაწურვის ნაცვლად მან საკუთარ თავში იპოვა შესაძლებლობები, რომ თავისი ენთუზიაზმი და უნარები საზოგადოებრივი აქტივობისთვის გამოეყენებინა. 2000 წელს მთვარისამ და აფხაზეთიდან დევნილთა ექიმების გუნდმა დააარსეს არასამტავრობო ორგანიზაცია იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც აწუხებდათ სამედიცინო მომსახურების დროს იძულებით ადგილნაცვალ პირებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა ჯანმრთელობის დაცვას. 2009 წელს ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც ”მედიკოსთა ინიციატივა”
- 30 სექტემბერი 2009
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამა ახალგაზრდული იდეა ამაღლებს 16-იდან 21 წლამდე ადგილობრივი ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს და მათ შესაძლებლობას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღონ თავიანთი თემების განვითარებაში.
- 21 ივნისი 2009
კავშირი “საფარი”, რომელიც 2001 წელს დაარსდა, ახდენს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მართავს ამ სფეროშო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. 2004 წლიდან დღემდე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ამ ორგანიზაციას ოთხი გრანტით დაეხმარა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, “საფარმა” განახორციელა პროექტები, რომელთა მიზანი იყო ოჯახური ძალადობის შემცირება (რაც მოიცავს დახმარების გაწევას ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის), საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახური ძალადობის პრევენციის შესახებ, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადება ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის, ასევე “ოჯახური ძალადობის შესახებ” საქართველოს კანონის სრულყოფილად განხორციელების ლობირებისა.
- 1 დეკემბერი 2008
- 6 ივნისი 2008
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლის მუშაობაც მიმართულია მთავრობის პასუხისმგებლობის მონიტორინგზე. აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში არსებული საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესი, რომელიც ცნობილია “100 ახალი საავადმყოფოს” სახელით და გამოაქვეყნა შედეგები.
- 20 იანვარი 2008
ხატია ჯამბაზიშვილს ყოველ დილით თავის ახალ სამსახურში მიეჩქარება. ის ერთ-ერთია იმ 35 ახალგაზრდათაგან, რომელმაც მუდმივი სამუშაო ადგილი უკვე იშოვა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდების ეროვნულ სასწავლო-პრაქტიკულ პროგრამაში.