

რამ გადააწყვეტინა ევრაზიის ფონდს დაეარსებინა ადგილობრივი ფონდი?
მას შემდეგ, რაც ევრაზიის ფონდმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში თავისი საქმიანობა დაიწყო, იგი ძალისხმევას არ იშურებდა, რათა გაეძლიერებინა ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც უკეთესად განახორციელებდა სოციალურ თუ დემოკრატიულ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, ევრაზიის ფონდი თავად გახდა ადგილობრივი წარმომადგენელი, რაც გარკვეულწილად განაპირობა სამხრეთ კავკასიაში წლების მანძილზე მიღებულმა სპეციფიკურმა ცოდნამ და გამოცდილებამ. ეს კი, თავისთავად, საშუალებას იძლევა განისაზღვროს პრიორიტეტები და შეიქმნას ახალი პროგრამები. ევრაზიის ფონდის სამართლებრივი სტრუქტურა ლოკალიზაციის შემდეგ ისევე გააგრძელებს მუშაობას, როგორც ამას ათი წლის განმავლობაში აკეთებდა. დაბოლოს, ლოკალიზაცია ფონდს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს საკუთარი მისია და მიზანი, რათა გრძელვადიანი პერსპექტივით სამოქალაქო საზოგადოება უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს.
ვის მიერ ფინანსდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი?
საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ძირითად დაფინანსებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (კორპორაციული შეთანხმებით) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაგან. გარდა ძირითადი დაფინანსებებისა, ევრაზიის ფონდი მნიშვნელოვნად ზრდის დამფინანსებელთა რიცხვს სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოებრივი, კერძო და კორპორაციული დონორი ორგანიზაციების დახმარებით.
რა გავლენას ახდენს ლოკალიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ყოველწლიურად გაცემული გრანტების რაოდენობაზე?
სავარაუდოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსების ხარისხი და ოდენობა ლოკალიზაციის შედეგად არ შეიცვლება. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ლოკალიზაცია საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ადგილობრივი პარტნიორებისათვის, ასევე გრანტების მიმღებთათვის.
რამდენად იმოქმედებს ეს ცვლილებები მათზე, ვინც ამჟამადაა დაფინანსების მაძიებელი და მათზე, ვისაც ეძლევა დაფინანსება?
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე მათზე მინიმალურად იმოქმედებს, რადგან ევრაზიის ფონდის აქტივები უნდა გადაეცეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს. ის, ვინც მიიღებს ევრაზიის ფონდის დაფინანსებას, 2008 წლის თებერვალში გადაეცემა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს. გარდა ამისა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი უფლებას იტოვებს ცვლილებებისათვის, თუკი ჩათვლის, რომ ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს პროცესის გამჭვირვალობას. ამ დროისათვის არ არის მოსალოდნელი და არ იგეგმება ძირეული ცვლილებები კონტრაქტებთან, აგრეთვე საგრანტო ხელშეკრულებებსა თუ განაცხადებთან დაკავშირებით.
რა ბედი ელის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამას?
სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა სრულად არის ინტეგრირებული სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თითოეულ ოფისთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალში აღარ გამოვიყენებთ პროგრამის ამ სახელწოდებას. ფონდი განაგრძობს სამმხრივი და ორმხრივი საგრანტო პროგრამების და სხვა საერთაშორისო ინიციატივების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამაა (იხილეთ უფრო დაწვრილებით).
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@epfound.ge

