

მიზანი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საერთაშორისო ოპერაციული პროგრამების მიზანია ეკონომიკის მხარდაჭერით, რეგიონალური და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცვლით, ინოვაციური იდეების გაზიარებითა და სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნესის თანამშრომლობის ქსელების წახალისებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.
სტრატეგია:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამები 2009 წელს ოთხი მთავარი მიმართულებით წარიმართება: სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რომლის მიზანი სამხრეთ კავკასიაში საჯარო პოლიტიკის საკითხებში ინკლუზიური და გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობაა;
სამხრეთ კავკასიის შემოქმედებითი ჯგუფები, რომლის მიზანია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოქმედებით საქმიანობაზე სალიცენზიო სისტემის ადაპტირება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სკანონმდებლო ჩარჩოსთან.
სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მიუკერძოებელი გაშუქება მედიაში, რომლის მიზანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასების რაოდენობის ზრდა მედიაში; და
სამხრეთ კავკასიაში საჯარო პოლიტიკის პოტენციალის გაზრდა, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოლიტიკის ანალიზის ხარისხის გაუმჯობესებაა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საერთაშორისო პროგრამები მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის ორი ან სამი ქვეყნის, ან/და უფრო დიდი რეგიონის ორგანიზაციების პარტნიორობების მიერ განხორციელებულ პროექტებს/პროგრამებს, რომლებშიც ბევრი ქვეყანა მონაწილეობს.
სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ განაცხადები წარადგინონ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისთვის. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი უპირატესობას არასამთავრობო ორგანიზაციების, არამომგებიანი ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ წინადადებებს ანიჭებს. კომერციულმა ორგანიზაციებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი გრანტის თანხებს საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ და რომ მოსალოდნელი საქმიანობა საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საერთაშორისო პროგრამებმა შეიძლება საერთაშორისო საპროექტო განაცხადები საგრანტო კონკურსის და წინადადებების მიღების გამოცხადებით მოიზიდოს, ან მოთხოვნის გარეშე წარდგენილი საერთაშორისო განაცხადები ღია კარის გზით მიიღოს. განაცხადების წარდგენის მეთოდიდან გამომდინარე, კონკურსების, მოთხოვნილი წინადადებების ან “ღია კარის” მიმართ პროგრამის პერსონალი წინადადებების განხილვის კონკრეტული გაიდლაინებით იხელმძღვანელებს.
გამოცხადების გარეშე და “ღია კარის” პრინციპით მიღებული საერთაშორისო წინადადებები კვარტალურად განიხილება:
- იანვარ-მარტში მიღებული წინადადებები აპრილში განიხილება; კონკურსანტები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პასუხს ყველაზე გვიან აპრილის ბოლოს მიიღებენ.
- აპრილ-ივნისში მიღებული წინადადებები ივლისში განიხილება; კონკურსანტები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პასუხს ყველაზე გვიან ივლისის ბოლოს მიიღებენ.
- ივლის-სექტემბერში მიღებული წინადადებები ოქტომბერში განიხილება; კონკურსანტები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პასუხს ყველაზე გვიან ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ.
- ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული წინადადებები მომავალი წლის იანვარში განიხილება; კონკურსანტები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პასუხს ყველაზე გვიან იანვრის ბოლოს მიიღებენ.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი განაცხადების კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი კონკურსანტების მიერ წარდგენილ ინფორმაციას მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუმჟღავნებს მას რომელიმე გარეშე პირს თუ დაწესებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას სომხეთის, აზერბაიჯანის ან საქართველოს კანონი, ან ევრაზიის ფონდის დონორები მოითხოვენ.

