

მიზანი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. პროგრამის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ევროკავშირის ინსტიტუციების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესახებ. ეს იდეალური შესაძლებლობაა სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და ევროკავშირის ორგანოებს შორის საქართველოს განვითარებისაკენ მიმართული თანამშრომლობისათვის. პროგრამის აქტივობები საშუალებას იძლევა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების გარშემო არსებულ საკითხებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევისა და ასევე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებისა.
შედეგები და მათი ზეგავლენა:
2006 წელს დაარსდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და სხვა წამყვანი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია, რომლის მიზანი იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განვითარების და განხორციელების მონიტორინგი. კოალიცია მიმართავს ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს, დაწყებული მედიის საშუალებით კონფლიქტების მოგვარებიდან და ენერგოუსაფრთხოებით დამთავრებული. კოალიცია აქვეყნებს ინფორმაციას ელექტრონული ბიულეტინების სახით, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების მართვა, პროფესიული განათლება და საკვები პროდუქტების სტანდარტები და უვნებლობა. კოალიციის ფარგლებში გაიცა საკვლევი გრანტები სამოქალაქო საზოგადიებრივ ორგანიზაციებზე და დამოუკიდებელ ექსპერტებზე, რათა ჩამოეყალიბებინათ პროცედურები და რეკომენდაციები გარკვეულ საკითხებზე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირების გაძლიერებაზე როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.
მას შემდეგ რაც 2008 წელს ევროკავშირმა წამოიწყო “აღმოსავლეთის პარტნიორობა“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა საქმიანობა მიმართა ევროკავშირის პოლიტიკასა და კანონმდებლობასთან საქართველოს ეკონომიკის შესაბამისობაში მოსაყვანად. ეს საკითხები ეხებოდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმით და ექსპერტთა შეხვედრები დაინტერესებული მხარეების ფართე მონაწილეობით. შეხვედრები უმთავრესად ეხებოდა პროდუქტების/საკვების უვნებლობას, ხარისხის მართვასა, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და კანონმდებლობას. ფონდმა ამ საქმიანობაში წარმატებით ჩართო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნეს ასოციაციები რეკომენდაციების მოსამზადებლად და პოლიტიკისა და საკანონმდებლო რეფორმების რაციონალიზებისათვის.
2009 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დაიწყო „საქართველოს რძის“ – რძის მეწარმეთა ასოციაციის მხარდაჭერა, რათა ხელი შეეწყო სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების გამოყენებისათვის. ასოციაციამ ჩამოაყალიბა ექსპერტთა პანელი, გამოაქვეყნა სურსათის მწარმოებელთა მოკლე მონაცემების კატალოგი და ხარისხის მართვის არსებული სისტემები; ასევე საქმიანობა ხელს უწყობდა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის დანერგვას მედია-საშუალებებითა და სახელმწიფო მოხელეთა და კანონმდებლებთან შეხვედრებით. „საქართველოს რძე“ სწავლებებს უტარებს საკვებთან დაკავშირებულ ბიზნესებს საკვების წარმოების უსაფრთხოების სისტემების დანერგვის სფეროში, მაგალითად იმის მსგავსს, როგორიცაა „საფრთხის ანალიზის კრიტიკული კონტროლის პუნქტი“.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ასოციაცია „სტუდია რე“-მ მოამზადა 10 სატელევიზიო პროგრამა ევროინტეგრაციის კონკრეტულ თემებზე, რომლებიც გადაიცა ტელეკომპანია „მაესტრო“-ზე ფა 20 რეგიონულ სატელევიზიო არხზე ქვეყნის მასშტაბით. (თოქ-შოუების ნახვა შესაძლებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ გვერდზე: www.studiore.org). ამავე დროს „სტუდია რე“-მ ტრენინგი ჩაუტარა სხვადასხა მედია საშუალებების 25 ჟურნალისტს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და EaP-ს საკითხებზე.
2009 წლის აგვისტოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევის რესურს ცენტრმა ჩაატარა საბაზო გამოკვლევა ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის გასაგებად. კვლევის მიხედვით ქართველები ნაკლებად არიან გაცნობიერებულნი ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე, მაგრამ დიდი მოლოდინები აქვთ ევროინტეგრაციის შედეგად მიღებული უპირატესობების შესახებ.
გეგმები:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი EaP სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აქტიური წევრია, რომელიც 2009 წელს დაამტკიცა ევროკომისიამ, რათა გაეზარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ჩართულობა ევროკავშირის ინტეგრაციის პოლიტიკის განსაზღვრაში. 2010 წლიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა პასუხისმგებლობა აიღო ინიციატივაზე, რომელსაც უნდა შეესწავლა EaP-ის ექვს ქვეყანაში სოციალური დიალოგის მდგომარეობა. შემდგომში ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა გათვითცნობიერების საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა საზოგადოების აზრი მიმართონ იმ პოლიტიკურ ღონისძიებათა სასარგებლოდ, რაც საჭიროა საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სურსათის საბაზრო ზედამხედველობისათვის. გარდა ამისა, ფონდი გააღრმავებს თანამშრომლობას ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებთან, რათა ახალგაზრდობას მიაწოდოს ცოდნა ევროკავშირის, პროფესიული ტრენინგისა და დასაქმების შესაძლებლობათა შესახებ.
გაეცანით ანალიტიკურ დოკუმენტებს

