მდგრადი ეკონომიკური განვითარება

თბილისის პროფესიული განათლების ცენტრის “იკაროსის” გახსნა, 2007 წლის 23 სექტემბერი.
თბილისის პროფესიული განათლების ცენტრის “იკაროსის” გახსნა, 2007 წლის 23 სექტემბერი.

მიზანი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებას ეკონომიკური მონაწილეობის და ადამიანის რესურსების განვითარების გზით.

შედეგი და ზეგავლენა:
ეკონომიკური განვითარება ხელს შეუწყობს საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებისაკენ მიმართულ შეზღუდული რაოდენობის პროგრამებს იმ სფეროში, სადაც კონკრეტული საჭიროება ჩნდება. საქართველოში აქცენტი ტურისტულ სექტორზე კეთდება, რადგან სტატისტიკური კვლევა ადასტურებს, რომ ტურიზმის განვითარებაში ჩადებული თითოეული დოლარის შედეგად გაჩენილი სამუშაო ადგილების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა საკუთარი წვლილი შეიტანა საჯარო ტურიზმის სკოლების შესაძლებლობების გაზრდისათვის – მხარი დაუჭირა ხარისხიანი პროფესიული განვითარების და გადამზადებების პროგრამებს, წამოიწყო ხარისხიანი კონტროლის სისტემა თბილისის და ქობულეთის ორ პროფესიული განათლების დაწესებულებაში და ხელი შეუწყო პროფესიული სკოლების მსოფლიოში აღიარებული ტურიზმის სკოლებთან თანამშრომლობას.

2009 წელს, BP-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქცენტს გააკეთებს ადგილობრივი თემების მიერ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება თემების განათლებასა და მობილიზაციას უმნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად და ადგილობრივი ეკოლოგიური ეკონომიკური აქტივობების წახალისებას მიზნობრივი საგრანტო კონკურსის მეშვეობით.