სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image

ახალგაზრდული იდეის პროგრამა

ახალციხის ახალგაზრდული ბანკი
ახალციხის ახალგაზრდული ბანკი

პროგრამის მიზანი:

16-დან 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერა, გაზარდონ საკუთარი თემიდან სხვა ახალგაზრდების მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივობის შესაძლებლობა. პროგრამა “ახალგაზრდული ბანკი” შესაძლებლობას აძლევს პროგრამის მონაწილეებს ადმინისტრირება გაუწიონ მცირე გრანტებს, რომლებიც მიმართულია საკუთარ თემებში ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებისაკენ.

პროგრამის დასაბუთება:
საქართველოს სოფლებში განათლების, დასვენების და დასაქმების მიმართ არსებულმა შეზღუდულმა შესაძლებლობებმა ახალგაზრდებს შორის აპათია გამოიწვია, რაც მათ შეუძლიათ დადებითი მიმართულებით შეცვალონ თავიანთ თემებში. პროგრამა “ახალგაზრდული იდეა”, რომელსაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) ჩრდილოეთ ირლანდიის სათემო ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს, აღნიშნული გამოწვევების დაძლევაზეა ორიენტირებული.

“ახალგაზრდული ბანკები” ახალგაზრდების მიერ მართულ ჯგუფებს მცირე ოდენობით საგრანტო თანხის მართვას სთავაზობს. აღნიშნული თანხები ახალგაზრდების ინიციატივების მხარდასაჭერად არის გამოყოფილი, რომელიც მათ თემში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ამავდროულად, მაღლდება პროფესიონალური მენეჯერული უნარები კომიტეტის წევრებს შორის; ამას გარდა, ძლიერი ქსელი ყალიბდება სხვა “ახალგაზრდულ ბანკებთან” გაერთიანებულ სამეფოში, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი “ახალგაზრდული იდეის” სხვა პროგრამებს ახორციელებს.

თანამშრომლობა:

2009 წლის 18 თებერვალს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა თეოდორ-ჰეუს-კოლეგთან (THK) სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით ახალგაზრდების ინტეგრაციის სფეროში მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით.
თეოდორ-ჰეუს-კოლეგი გერმანული ფონდის რობერტ ბოშ შტიფტუნგის და გერმანიში დაფუძნებული საერთაშორისო ასოციაციის MitOst-ის პროგრამაა. თანამშრომლობა, რომლის სახელია “გახდი მონაწილე! – ახალგაზრდა მოქალაქეთა მონაწილეობის გააქტიურება სოციალურ ცხოვრებაში”, ეფუძნება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის “ახალგაზრდული იდეის” პროგრამას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე თეოდორ-ჰეუს-კოლეგის გამოცდილებას სამოქალაქო განათლების კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში. 16-დან 25 წლამდე ოცი ახალგაზრდა პროექტის საკუთარ იდეას მოამზადებს და განახორციელებს; ამას გარდა, ისინი მართვის უნარებს შეიძენენ და მხარს დაუჭერენ როგორც ცნობიერების ამაღლებას თავიანთ საზოგადოებაში, ასევე ახალგაზრდების ჩართულობას.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქართველოს ოფისმა ამ პროგრამის ფარგლებში შემდეგი პროექტები დააფინანსა:

1. პროექტი კონფლიქტის გავლენა საზოგადოებაზე ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დევნილთა პრობლემების უკეთ გაგებას
2. პროექტი შენ არა ხარ მარტო საშუალებას მისცემს 10-20 წლამდე ობოლ ახალგაზრდებს გააკეთონ ინფორმირებული და ჯანმრთელი არჩევანი და თავიდან აიცილონ სარისკო ქმედებები
3. პროექტი ახალგაზრდობა ახალგაზრდობისათვის რუსეთთან ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროს დაზარალებულ დევნილ ახალგაზრდობას ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში ჩართავს

საზღვრისპირა პროექტები:
1. პროექტი დიალოგის ხელოვნება ხელოვნების მეშვეობით ხელს შეუწყობს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ახალგაზრდების კულტურულ ურთიერთგაგებას
2. პროექტი ნაბიჯი გამჭვირვალე ცხოვრებისაკენ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო უფლებების შესახებ ახალგაზრდობის ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს

ახალგაზრდული ბანკების ტრენინგი, წავკისი, 2009 წ. მარტი
ახალგაზრდული ბანკების ტრენინგი, წავკისი, 2009 წ. მარტი

მასალები

Section links
Latest news
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
- 14 ივლისი 2010

დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს განცხადებების მიღებას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA