სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image
ზურაბი და საინიციატივო ჯგუფის წევრები - გამწვანების პირველი 412 ხე იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ პუნქტში ”ვერხვებში”
ზურაბი და საინიციატივო ჯგუფის წევრები - გამწვანების პირველი 412 ხე იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ პუნქტში ”ვერხვებში”

”ახალგაზრდულმა ბანკმა მასწავლა, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ომის შემდეგ განადგურებულები და გულგატეხილები ვიყავით, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ახალგაზრდული ბანკი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას ჩვენ გვანდობს. საშუალებას გვაძლევს, თავად განვსაზღვროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები.”

ზურაბ მძინარიშვილი, გორის საჯარო სკოლის მოსწავლე (16 წლის)

”2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 412 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად 412 ხე დავრგეთ” – აცხადებს გორის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, 16 წლის ზურაბ მძინარიშვილი. ზურაბმა და მისმა მეგობრებმა თავიანთი პროექტისთვის დაფინანსება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ 2009 წელს დაარსებული გორის ახალგაზრდული ბანკისგან მოიპოვეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების პროგრამის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ახალგაზრდული ბანკი 16-დან 21 წლამდე ასაკის მოზარდებში სამოქალაქო აქტივობის კულტურის ჩამოყალიბებასა და მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის წახალისებას ისახავს მიზნად. მონაწილეები სწავლობენ ფინანსების მართვას, აკვირდებიან როგორ ნაწილდება არსებული ნიუჯეტი მათივე თანატოლების მცირე მასშტაბიან პროექტებზე.

შიდა ქართლში მცხოვრებ მოზარდებში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გორის ახალგაზრდული ბანკის შვიდ წევრიანმა საგრანტო კომიტეტმა რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში საგრანტო კოკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ცხრამეტმა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელთაგანაც, საბოლოოდ, ოთხი გამარჯვებული პროექტი შეირჩა. ისინი შეეხებოდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, მოზარდებში განათლების დაბალი დონე და მათი არაჯანსაღი ცხოვრებისადმი მიდრეკილება.

ზურაბის საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში, რომელიც სწორედ ერთ-ერთი იყო ოთხ გამარჯვებულ პროექტთაგან, ოცდაოთხმა მოხალისემ ხეები დარგო გორთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ პუნქტში – ვერხვებში. მათ გარდა, პროექტში მოხალისედ ჩართული იყო ტვრამეტი ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც ახლაც მონაწილეობენ ხეების მორწყვაში.
პროექტს ორი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს; ერთი მხრივ, მისი მეშვეობით ახალგაზრდული ბანკის წევრებმა პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს გრანტის სამართლიანად, გამჭვირვალედ გაცემაში. მეორე მხრივ კი, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებს, რომელთაც ახალგაზრდულ ბანკში განაცხადები შეიტანეს გრანტების მისაღებად, უკვე შესწევთ უნარი, თავად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები თავიანთი თემის განვიტარებისათვის.

”ახალგაზრდებისთვის გორში ძალიან ბევრი პროქტი ხორციელდება” – ამბობს ზურაბი, – ”თუმცა, ახალგაზრდული ბანკი მატგან განსხვავდება, რადგან აქ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას მთლიანად ახალგაზრდებს ანდობენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ტანხის ხარჯვასაც ჩვენ გვანდობს, რაც ძალიან გვაძლიერებს.”

ახალგაზრდების მცირე პროექტების დაფინანსება ახალგაზრდული ბანკის წევრებში ზრდის საკუტარი თავის რწმენას, იმისათვის რომ მათ თემში ცვლილებების განსახორციელებლად თავდაჯერებულად იმოქმედონ. პროქტი ასევე, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები პროექტში ადგილობრივ დონეზე. ის ხელს უწყობს მათში მოხალისეობის სურვილილს გაღვიძებას. ეს პირველი პოზიტიური გამოცდილება მათ სამომავლო სამოქალაქო აქტივობისტვის მოამზადებს.

Section links
Latest news
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
- 14 ივლისი 2010

დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს განცხადებების მიღებას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA