სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image
როზა თავისი ახალი სასტუმროს მისაღებ ოთახში, რომელიც ქალთა ფონდის მიერ მცირე ბიზნესის შესახებ ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობის მიღების შემდეგ წამოიწყო
როზა თავისი ახალი სასტუმროს მისაღებ ოთახში, რომელიც ქალთა ფონდის მიერ მცირე ბიზნესის შესახებ ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობის მიღების შემდეგ წამოიწყო

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართველ ქალებს ოჯახების დასახმარებლად ერთდროულად რამდენიმე პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში არსებული პატრიარქლური სოციალური სისტემა ერთგვარად ზღუდავდა ქალის მონაწილეობას ოჯახს გარეთ, და საზოგადოებრივ სფეროში, ამას მაინც არ შეუმცირებია მატში ახლებურად აზროვნებისა და ბიზნეს საქმიანობის წარმოების სურვილი.

2008 წელს, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ევრაზიის ტანამშრომლობის გონდმა დააფინანსა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – ”ქალთა ფონდის” პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ქალთა გაძლიერებაზე, რათა ისინიც თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საზოგადოებრივ სფეროში. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს იმრეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები მეწარმე ქალები წარმოადგენდნენ, რომელთაც ტრენინგები გაიარეს მცირე ბიზნესის წამოწყებაში. ტრეინინგ-კურსი – ”როგორ წამოვიწყოთ საკუთარი ბიზნესი” ემყარებოდა ჰოლანდიური ფონდისა და კრონინგენის უნივერსიტეტის ბიზნესის დეპარტამენტის მიერ ერთობლივად შემუშავებულ კურსს. საცდელი ტრენინგები ჩატარდა საქართველოს ორ რეგიონსი – აჭარასა და კახეთში. ტრენინგებმა დაადასტურეს, რომ ისინი ეფექტური საშუალებაა ქალების ბიზნესში ჩასართავად.

აღნიშნული კურსის მეშვეობით, ქალთა ფონდი მონაწილეებს იდეის სრულყოფასა და ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ამის შემდეგ, თავიანთი პროექტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, მონაწილეები დაუკავშირდნენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს. ქალთა ფონდმა მონაწილეებს სესხის მიღებაში მხარდასაჭერად, გერმანული კლუბისგან მიღებული თანხით, საგარანტიო ხელშეკრულებები გაუფორმა.

ტრენინგის 46 მონაწილიდან 21-მა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, მათ გახსნეს სასტუმროები, საცხობები, სილამაზის სალონები, კომპიუტერული ცენტრები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ. მათგან 10-მა მიკრო საფინანსო ორგანიზაციისგან, ყოველგვარი საგარანტიო ხელშეკრულების მოთხოვნის გარეშე, მიიღო სესხი. დანარჩენმა 11-მა კი თავად მოიძია გრანტი. გარდა ამისა, 2009 წლის მაისში 5-მა მეწარმემ მიკრო საფინანსო ორგანიზაციისგან დამატებითი სესხები მიიღო ბიზნესის გასაფართოებლად. მთლიანობაში, აღნშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა 24 ახალი სამუშაო ადგილი.

2009 წლის იანვარში ქალთა ფონდმა ეკონომიკური განვითარეების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროექტის შედეგები წარუდგინა. მიკრო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც პრეზენტაციას ესწრებოდნენ, გამოხატეს ინტერესი სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტი აღმოსავლეთ საქართველოშიც განეხორციელებინათ.

როზა შუქვანი-ჩართოლანი ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილეა. მან, პროექტის ფარგლებში, სვანეთის მესტიის რაიონში სასტუმრო დააარსა, რომელსაც მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად უძღვება.

”ზუგდიდში ჩატარებულმა ტრენინგებმა მიბიძგა, დამეწყო ფიქრი მცირე ბიზნესის წამოწყებაზე. ”ლაზიკა კაპიტალიდან” მცირე სესხი მივიღე და მესტიაში ახალი სასტუმრო დავაარსე.” – აღნიშნავს ქ-ნი როზა.

მოგვიანებით, წამოწყებული საქმიანობის გასაუმჯობესებლად მან იმავე მიკრო საფინანსო ორგანიზაციისგან ორი დამატებითი სესხი მიიღო. კარგი საცხოვრებელი პირობების გარდა, ქ-ნი როზას სასტუმრო სტუმრებს დამატებით მომსახურებასაც სტავაზობს, სხვანეთის შორეულ აგილებში გადასაადგილებლად ტრანსპორტით უზრუნველყოფის სახით.

Section links
Latest news
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
- 14 ივლისი 2010

დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს განცხადებების მიღებას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA