

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიიჩნევს, რომ ჭკვიან ადამიანებს კარგი იდეებით შეუძლიათ მნიშვნელოვანი სოციალური გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. ხოლო მეწარმეები თავიანთი ახალი გადაწყვეტილებებითა და ინიციატივებით ცდილობენ, წარმატებით დაძლიონ არსებული სირთულეები. ფონდის “ღია კარის” საგრანტო მექანიზმი მხარს უჭერს ნოვაციურ და ხანდახან სარისკო პილოტურ პროექტებს, რათა გამოსცადოს ახალი იდეები, თავდაპირველად, მცირე მასშტაბით. მაგრამ, თუ პროექტები, რომლებსაც “ღია კარის საგრანტო პროგრამა” უჭერს მხარს წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლებელია მისი მასშტაბები გაზარდოს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამებს შორის შეიძლება გამოვყოთ სტრატეგიული პროგრამების ოთხი დიდი არეალი: მოქალაქეთა ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება, კვლევის უნარის ჩამოყალიბება და სტრატეგიული ფილანტროპიის განვითარება. ჩვენი სტრატეგია მოქალაქეთა ჩართულობის ფარგლებში მოიცავს პროგრამების ფართო სფეროს, რომელიც მიესადაგება თითოეული ქვეყნის მოთხოვნას. ახალგაზრდული ფონდის პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ლიდერებს, რომ დაფინანსდეს სათემო ახალგაზრდული გაერთიანებების პროექტები.
ეკონომიკური განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გამოკვეთილი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ეკონომიკური განვითარების დარგში განხორციელებულ მხოლოდ აუცილებელ პროგრამებს ეხმარება შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად, საქართველოში პრიორიტეტული დარგი არის ტურიზმი, რომელზედაც ფონდი აკეთებს ორიენტაციას, რადგანაც ამ ბიზნესში ჩადებული კაპიტალი სამუშაო ადგილების შექმნის მეშვეობით ისევ უკან ბრუნდება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კვლევის უნარების ჩამოყალიბებას, ის საშუალებას გვაძლევს როგორც ჩვენ, ასევე ადგილობრივ მკვლევრებსაც, უკეთესად გავიგოთ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ამგვარი უნარების განვითარება ინფორმაციულია და, ამასთან, გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში როგორც ჩვენ, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას, მთავრობასა და მზარდ პოლიტიკურ გაერთიანებას. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კვლევითი რესურს-ცენტრები ცნობილი გახდა, როგორც ყველაზე ობიექტური და სანდო რესურსი მკვლევართა სწავლებისათვის. ის აგროვებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, მონაცემებს, უზრუნველყოფს ანალიზის მიმართულებას იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც გამუდმებულ ცვლილებას საჭიროებს.
დაბოლოს, ვიმედოვნებთ, რომ უფრო ხანგრძლივი დროით მოგვეცემა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ მოქალაქეთა ვალდებულებები, რომლის მიზანიც არის ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკაზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი, ობიექტური კვლევები. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიმა სამხრეთ კავკასიაში უნდა განავითაროს სტრატეგიული ფილანტროპია. ამჟამად ჩვენ მხარს ვუჭერთ კორპორაციული ინვესტიციის პროგრამას და ადვოკატირებას ვუწევთ ახალ კანონმდებლობას ინდივიდუალური და საზოგადოებრივი შემოწირულობების შესახებ.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არ აფინანსებს შემდეგ საქმიანობებს:
• ჰუმანიტარული სახის პროექტები;
• პოლიტიკური საქმიანობა ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა;
• პოლიტიკური მიზნების ლობირება (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ისეთ საკითხებს, რომლებიც საზოგადოებრივი და სოციალური სარგებლის მომტანი იქნება);
• განმცხადებლის სასამართლო საქმეების განხილვა ან სასამართლო დავები;
• რელიგიური საქმიანობა (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შეიძლება დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციას, მაგრამ ისეთ არარელიგიურ საქმიანობაში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ფონდის მისიას);
• პროექტები მშენებლობის დარგში, რომლებიც განკუთვნილია კომერციული მიზნებისათვის;
• ნებისმიერ სამხედრო საქმიანობა;
• მცირე კრედიტები და სესხები, მეწარმეებისათვის საწყისი კაპიტალი;
• თეორიული კვლევები;
• ინდივიდუალურ სამოგზაურო და სასწავლო გრანტები;
• სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.

