სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისია არის, ხალხს მისცეს საშუალება ეფექტურად განსახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის დარგში. ეს უნდა მოხდეს პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით, რაც მათ დაეხმარება საზოგადოებისა და ცხოვრების გაუმჯობესებაში. სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ადგილობრივი ოფისებით არის წარმოდგენილი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ევრაზიის ფონდის მემკვიდრე, კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მისი კაპიტალი განკუთვნილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. დაარსებიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, როგორც ადგილობრივი ფონდის ჩამოყალიბებამდე 2007 წელს, ევრაზიის ფონდმა სამხრეთ კავკასიაში 1 700 გრანტი თუ პროგრამა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა კერძო თუ სახელმწიფო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. ფონდმა, დაახლოებით, 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ნერგავს და აფინანსებს პროგრამებს. მას ექვსი პროგრამული მანდატი და მიდგომა აქვს, ესენია: საზოგადოების მონაწილეობა და მონიტორინგი, კორპორაციული და საზოგადოებრივი ფილანთროპია, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ერთაშორისი თანამშრომლობა და ღია კარი, როგორც დამფინანსებელი ფონდი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თითოეული ოფისი პროგრამულ პრიორიტეტებს შეიმუშავებს. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო აქციონერებთან და საბჭოსთან ყოველწლიურად გამართულ კონსულტაციებს ითვალისწინებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობს ხუთი ადგილობრივი ფონდი, რომელთა ოფისებიც არის რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ვაშინგტონში.

ვრცლად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ

Section links
Latest news
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
- 14 ივლისი 2010

დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს განცხადებების მიღებას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA