სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თანამშრომლები

Details... ჯორჯ ზარუბინი

პრეზიდენტი

ჯორჯ ზარუბინმა ფონდში მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის რეგიონულ დირექტორად. ვაშინგტონში ევრაზიის ფონდში მუშაობის ხუთი წლის მანძილზე მას ჯერM აღმასრულებელი დირექტორის, ხოლო მოგვიანებით – პროგრამის განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები ეკავა. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, იგი კოორდინაციას უწევდა ფონდში თანხების მოზიდვას მთელი ევრაზიის მასშტაბით და უძღვებოდა სპეციალურ საპროგრამო ინიციატივებს ირანში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ჯორჯ ზარუბინი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა 2007 წელს და სათავეში ჩაუდგა რეგიონში ფონდის ოფისების განთავსების საქმეს. 1995-1999 წლებში ჯორჯ ზარუბინი იყო სოროსის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ყაზახეთში. საქველმოქმედო ორგანიზაციაში მოსვლამდე ბატონი ზარუბინი ექვსი წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა კალიფორნიაში, ხოლო სამი წლის განმავლობაში – ნოვოროსიისკის სატრანსპორტო კომპანიაში (რუსეთში) იურიდიულ მრჩევლად. ჯორჯ ზარუბინი ფლობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს დიპლომატიაში; მიღებული აქვს იურისპრუდენციის დოქტორის წოდება წყნარი ოკეანის აუზის უნივერსიტეტის მაკჯორჯის სამართლის სკოლაში; ფლობს ტულეინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხს საზღვაო სამართალში.

gzarubin@epfound.org

Details... ქეთევან ვაშაკიძე

დირექტორი

ქეთევან ვაშაკიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ლექტორის, კონსულტანტისა და მენეჯერის თანამდებობებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ქეთევანი კონსულტირებას უწევდა საქართველოს მთავრობას, მსოფლიო ბანკის ჯგუფს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ოფისს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იუნისეფს – ნიუ იორკსა და ბოლივიაში. ქეთევანს მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარებისა და პოლიტიკის ანალიტიკოსის მაგისტრის ხარისხი; იგი აგრეთვე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო და ედინბურგის უნივერსიტეტებში სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში. 1997 წლიდან ქეთევანი კითხულობს გეოგრაფიის, პოლიტიკის ანალიზისა და საერთაშორისო განვითარების კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქეთევანი ასევე არის Grant-Makers East Forum–ის (GEF) თავმჯდომარე. ეს ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ევრაზიაში ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. GEF–ის მიერ გამართულ ფორუმებზე რეგიონში აქტიურ ფონდებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ თავიანთი საგრანტო პროგრამების ეფექტურობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და რეგიონში ახალ დონორთა აქტივობა წაახალისონ.

kvashakidze@epfound.ge

Details... ნინო ხურციძე

დირექტორის მოადგილე

Details... ბაქარ ალექსიძე

IT მენეჯერი

ბაქარ ალექსიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1989 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი.. მუშაობდა კომპიუტერული ფირმის მენეჯერად, სადაც დახელოვნდა კომპიუტერულ პროგრამირებაში. ბაქარი ფონდს შემოუერთდა 2000 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყო ოფის-მენეჯერად და ტექნიკურ მენეჯერად. ბაქარი თავისუფალ დროს ფილმების ყურებასა და კლასიკური როკის მოსმენაში ატარებს. მას განსაკუთრებით უყვარს ლედ ზეპელინი და დიფ ფარფლი.

baleksidze@epfound.ge

Details... ზაალ ანჯაფარიძე

პროგრამის მენეჯერი

ზაალ ანჯაფარიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში; 2004 წელს მიიღო მაგისტრის წოდება საქართველოს მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტში; ევრაზიის ფომდში მოსვლამდე, 2005 წელს, გაიარა ტრენინგი ჟურნალისტიკასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში აშშ-ს პიარ – აკადემიასა და IRIS-ში. მუშაობდა სხვადასხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 1998-2005 წლებში იყო საჯარო ინფორმაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მენეჯერი USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში. ზაალი ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა ქართულ ბეჭდურ მედიაში და მუშაობს უცხოური გამოცემების ქართველ კორესპოდენტად. ზაალის ჰობია მოგზაურობა და მუსიკა.

zanjaparidze@epfound.ge

Details... თამარ ზურაბიშვილი

პროგრამის მენეჯერი

სანამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს შეუერთდებოდა, თამარი მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის რეგიონალური განვითარების ოფიცრად (2007-2009 წწ.), სადაც სხვა მოვალეობებთან ერთად თამარს კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის განვითარების ზედამხედველობა ევალებოდა. გარდა ამისა, 1999 წლის შემდეგ თამარი კითხულობდა ლექციებს სოციოლოგიაში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თამარი კონსულტანტად მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტში, სადაც იგი საქართველოდან სამუშაო ემიგრაციის შესახებ რამდენიმე კვლევაში იყო ჩართული. თამარის ნაშრომები რეგულარულად ქვეყნდება და იგი ხშირად მონაწილეობს კონფერენციებში საქართველოში თუ საზღვარგარეთ. თამარს აქვს მაგისტრის წოდება მედიასა და სოციოლოგიაში, ასევე იგი ფლობს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს სოციოლოგიაში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2008).

tzurabishvili@epfound.ge

Details... მაია თავაძე

პროგრამის მენეჯერი

სანამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მუშაობას დაიწყებდა, მაია თავაძე მუშაობდა ქეა საერთაშორისოს საქართველოს წარმომადგენლობაში, სადაც იგი უძღვებოდა ქეას ინოვაციურ მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროექტს, რომელიც სიღატაკის და მარგინალიზაციის მიზეზების დადგენითა და შემცირების გზით რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. პროგრამის მიდგომები და შეძენილი გამოცდილება არჩეულ იქნა ვაშინგტონში სართაშორისო ჯანდაცვის საბჭოს რიგით 15-ე კონფერენციაზე და იელის უნვივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის მე-6 კონფერენციაზე წარსადგენად. ამ პროექტის შესახებ სტატია ასევე გამოქვეყნდა კვლევის, პოლიტიკის და პრაქტიკის საერთაშორისო ჟურნალში “გლობალური ჯანდაცვა”, რომელსაც კოლუმბიის უნივერსიტეტი გამოსცემს. მაიას მიღებული აქვს მაგისტრის წოდება სახელმწიფო მართვის დარგში ქართულ-ამერიკული ინსტიტუტიდან. ასევე იგი ფლობს მაგისტრის წოდებას საერთაშორისო განვითარებასა და პოლიტიკაში დიუკის უნივერსიტეტიდან. 2004 წლიდან მაია არის ცენტრალური ევრაზიის ლიდერების აკადემიის წევრი.

mtavadze@epfound.ge

Details... თეიმურაზ გაფრინდაშვილი

ლოგისტიკის კოორდინატორი

თეიმურაზმა (ქუცამ) ევრაზიის ფონდში მუშაობა მძღოლის თანამდებობაზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დაწინაურდა. ფონდში მუშაობის დაწყებამდე ქუცა მუშაობდა დასაქმების ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში და გაერთიანებულ სახელმწიფო ფონდში. თეიმურაზმა დაამთავრა ეკოლოგიის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი.

tgaprindashvili@epfound.ge

Details... მარიამ კახელაშვილი

ფინანსური მენეჯერი

მარიამ კახელაშვილი გახლავთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მენეჯერი. მანამდე ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოფიცრად მუშაობდა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში ”მერლინი”. ეკავა უფროსი ფინანსური ოფიცრის თანამდებობა კავკასიის ავიახაზებში და პროექტის მონიტორის თანამდებობა ”ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოში”. კითხულობდა ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსურ აღრიცხვაში.

mkakhelashvili@epfound.ge

Details... ნინო ქიქოძე

უფროსი გრანტების მენეჯერი

ნინო ქიქოძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. გაიარა დამატებითი ტრენინგი საერთაშორისო ბუღალტერიაში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციასა და Ernst&Young -ში. ევრაზიის ფონდში მოსვლამდე ნინო მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ესენია: UMCOR, მსოფლიო ბანკი და მიცუბიში მოტორსი. ის რამდენჯერმე დაწინაურდა ორგანიზაციაში და ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობიდან უფროსი გრანტების მენეჯერის თანამდებობამდე მიაღწია. 2002 წლის ივლისსა და ოქტომბერში ის იყო საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს IATR (ინტერნეტი და ტრენინგ პროგრამა) პროგრამის კომისიის წევრი.

nkikodze@epfound.ge

Details... ეთერ შაბურიშვილი

გრანტების მენეჯერი

ეთერ (ეთო) შაბურიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს დაამთავრა ჟურნალისტიკის მაგისტრის წოდებით. ფონდში მოსვლამდე ეთო მუშაობდა დოკუმენტების კონტროლიორად BP/BTC-ში. ის აგრეთვე მუშაობდა გრანტების მონიტორის თანამდებობაზე UMCO-Rში, სადაც მონიტორინგს უწევდა UMCOR-ის ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო პროექტების ფინანსურ შესრულებას. ეთოს ასევე აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება ადგილობრივ სატელევიზიო არხზე ”მწვანე კუნძული” (მე-9 არხი). მან ფონდში მუშაობა 2005 წელს დაიწყო გრანტების მენეჯერის თანამდებობაზე. ეთოს უყვარს იტალიური ენა და დიდ სიამოვნებას ანიჭებს. იტალიის შესახებ წიგნების კითხვა.

eshaburishvili@pefound.ge

Details... ნინო სუთიძე

პროგრამის ასისტენტი

ნინო სუთიძე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გუნდს ერთი წლის წინ შეუერთდა. პროგრამის ასისტენტად დანიშვნამდე, იგი მუშაობდა ადმინისტრაციის ასისტენტად. ნინომ 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; ფლობს კემბრიჯის მოწინავე დონის სერთიფიკატს ინგლისურ ენაში. ფონდში მოსვლამდე ის მუშაობდა კერძო სექტორში დირექტორის ასისტენტად და ეწეოდა კერძო პრაქტიკას ინგლისურის სწავლებაში. სტუდენტობის წლებში მუშაობდა სხვადასხვა მთარგმნელობით ორგანიზაციებში. მას ძალიან უყვარს მუსიკა და ლიტერატურა. სიამოვნებით დადის ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე.

nsutidze@epfound.ge

Details... ანა თვალიაშვილი

პროგრამის ასისტენტი

ანა თვალიაშვილი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს შეუერთდა 2009 წელს სტაჟიორის სტატუსით პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე. რამდენიმე თვეში მას შესთავაზეს სრული შტატი ადმინისტრაციის ასისტენტის თანამდებობაზე. შემდეგ კი დააწინაურეს და ახლა მუშაობს პროგრამის ასისტენტად. ანამ ახლახანს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მენეჯმენტის განხრით. დამამთავრებელი კლასების პერიოდში იგი სწავლობდა სკოლაში მონტერეიში (ამერიკის შეერთებული შტატები, კალიფორნია). 2006 წელს ანამ მონაწილეობა მიიღო ზაფხულის სკოლის საქმიანობაში მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში, სადაც გაიუმჯობესა კომუნიკაციის უნარი. 2007 წელს ანამ გაიარა გერმანული ენის კურსი ერლანგენში, გერმანიაში (დაასრულა საშუალო დონის სერთიფიკატით). ანას უყვარს კითხვა, ფილმები და მუსიკა. დიდ სიამოვნებას ანიჭებს თხილამურებზე სრიალი.

atvaliashvili@epfound.ge

Details... მარიამ ქობალია

ადმინისტრაციის ასისტენტი

მარიამ ქობალია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან 2010 წლის მარტიდან თანამშრომლობს. მან 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის, ასევე, სოციალური მუშაობის სპეციალობით. ამჟამად კი ის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. სანამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს შეუერთდებოდა, მარიამი მუშაობდა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამაში, ასევე, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, მარიამი სიამოვნებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც მოხალისე. პროფესიული განვითარების კუთხით, მან სხვადასხვა ტრეინინგები და კურსები გაიარა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მარიამი პარალელურად ჩართულია მთარგმნელობით პროექტში, რომელიც ინგლისური ლიტერატურის ცნობარის ქართულად თარგმნასა და გამოცემას ითვალისწინებს. მას ასევე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია.

mkobalia@epfound.ge

Section links
Latest news
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
- 14 ივლისი 2010

დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს განცხადებების მიღებას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA