სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image

მონიტორინგის და დიალოგის შედეგად ორივე მხარე მოგებულია

Image

2007 წლის შემოდგომაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა მიზნობრივი გრანტის კონკურსის მეშვეობით ბათუმში დაარსებული “ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი” დააფინანსა პროექტისათვის “ჩემი ქალაქი – ჩემი ფული”, მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის მხარდასაჭერად. პროექტის მიზანი იყო გაეზარდა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განაწილების გამჭვირვალობა, მონიტორინგის პროცესში ბათუმის ამხანაგობების ასოციაციების, ასევე ადგილობრივი მედიის პროაქტიულად ჩართვის გზით.
პროექტის საწყის ეტაპზე “ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა” ძირითადი ტრენინგი გამართა ბიუჯეტის მონიტორინგის საკითხებზე ასოციაციის წევრებისა და ადგილობრივი გაზეთის, ტელევიზიის და რადიოსადგურების ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის შემდეგ “ამხანაგობის ასოციაციების” ათი წამყვანი წევრი ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში პირდაპირ ჩაერთო. ტრენინგი ასევე დაეხმარა ჟურნალისტებს პროფესიონალურად გაეშუქებინათ საბიუჯეტო საკითხები თავიანთ მედია საშუალებებში, რის შედეგადაც მედიის მიერ საკითხების გაშუქებამ “ამხანაგობის ასოციაციების” ყველა წევრის და ძირითადი საზოგადოებისთვის უზრუნველყო ხელმისაწვდომობა რეგულარულ და ამომწურავ ინფორმაციაზე ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული, მუნიციპალური კეთილმოწყობის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
მუნიციპალური კეთილმოწყობის მუდმივმა მონიტორინგმა, ბიუჯეტის რეგულარული განხილვით და ობიექტზე გასვლითი ვიზიტების ჩათვლით, მუნიციპალური კეთილმოწყობის სამსახურის ქვედა დონის თანამშრომლების მხრიდან მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა. აღნიშნული დარღვევები მუნიციპალური კეთილმოწყობის პროგრამას აფერხებდა, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებდა მაცხოვრებლებსა და ამხანაგობებზე. “ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა” დაუყოვნებლივ შეატყობინა მუნიციპალური კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს და ბათუმის მერს აღნიშნული დარღვევების შესახებ. მათი ძალისხმევის შედეგად დარღვევები გამოსწორდა. ამას გარდა, ბათუმის საქალაქო საბჭომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ღირებულება აღიარა და 2009 წლისთვის ამხანაგობების მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმოხილვაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩართო.

პროექტის განმავლობაში, გრანტის მიმღების დახმარებით, ასევე ახალი ამხანაგობების ასოციაციების შექმნის მხარდაჭერით გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური კეთილმოწყობის მონიტორინგში. “ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა” მუნიციპალური ბიუჯეტის საკითხზე 140 კონსულტაციაზე მეტი, ხოლო იურიდიულ თემაზე კი 90-ზე მეტი კონსულტაცია გასწია ახალი ასოციაციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მართლაც, ბათუმში გრანტის მიმღების მიერ პროექტის განხორციელების შუა პერიოდში გამართულმა კვლევამ მიუთითა, რომ გამოკითხულთა 79%-ს უნდოდა საბიუჯეტო პროცესებში ყოფილყვნენ ჩართულები.
ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ “ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი” და ბათუმის საქალაქო საბჭო შეთანხმდნენ შეექმნათ მუდმივი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების მონაწილეობით), რათა ზედამხედველობა გაეწიათ მუნიციპალური კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრები საქალაქო საბჭოს შეხვედრებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ კომიტეტის შეხვედრებში, მიიღებენ ინფორმაციას მერიიდან და მოამზადებენ საკითხებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. სამუშაო ჯგუფის შექმნა პროექტის მთავარი წარმატებაა, სადაც დემონსტრირებულია, რომ სათანადოდ დაგეგმილი მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგი, პროაქტიულ მედია კამპანიასთან ერთად, შედეგად მოიტანს მოქალაქეთა ეფექტურ მონაწილეობას გადაწყვეტილების ადგილობრივად მიღების პროცესში.

Section links
Latest news
- 10 სექტემბერი 2010

2010 წლის კონკურსი მცირე გრანტებზე - ”მოქალაქეთა გაძლიერება მათი ინტერესების დაცვითა და მონაწილე

ხშირად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მონდომებული და ენთუზიასტი ადამიანების კარგი იდეების საფუძველზე იქმნება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი...... »
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA