სამხრეთ კავკასიის ვებსაითი
რუკა  |  დაკავშირება  |  Donate  |  English
ძიება:
Eurasia Partnership
Internal image

ორგანიზაციის ისტორია

2007

  • დაარსდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანში.
  • დაარსდა აღმოსავლეთ ევროპის ფონდი უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდოვაში.

2006

  • ცენტრალური აზიის ევრაზიის ფონდი დაარსდა ბიშკეკში და ოშში ყირგიზეთის რესპუბლიკა), ალმატიში (ყაზახეთი) და დუშანბეში (ტაჯიკეთი)
  • ევრაზიის ფონდი ეხმარება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს ახლო აღმოსავლეთში ახალი ფონდის შექმნასა და დაარსებაში

2005

  • ევრაზიის წარმატებული მოღვაწეობის ათი წლის იუბილე აღინიშნება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში
  • შორეული აღმოსავლეთის რუსეთის ოფისი ვლადივოსტოკში ოფიციალურად უერთდება ახალ ევრაზიის ფონდს
  • 1992 წლიდან 2005 წლამდე ევრაზიის ფონდს გაცემული აქვს 275 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია 7,700 გრანტისა და ტექნიკური დახმარების პროექტების სახით

2004

  • ახალი ევრაზიის ფონდი რუსეთში აარსებს ერთობლივ რუსეთ-ამერიკულ- ევროპულ პარტნიორობის პროგრამას.
  • იზმირლიან-ევრაზია უნივერსალ კრედიტ კომპანია პირველ სესხებს გასცემს სომხეთში

2003

  • ევრაზიის ფონდის მიერ დაფუძნებული Eეკონომიკური განათლების და კვლევის კონსორციუმი გარდაიქმნა დამოუკიდებელ, არა-კომერციულ ორგანიზაციად და დააფინანსა სამეცნიერო- კველვით პროგრამას რუსეთში და უმაღლესი განათლების პროგრამას კიევის მოილას უნივერსიტეტში, უკრაინა
  • ევრაზიის ფონდის კეძო ფონდები 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზღვარს აღწევს.

2002

  • ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინასებით, ევრაზიის ფონდი აარსებს კავკასიის კველვისა და რესურსების ცენტრს სოციალურ მეცნიერებასა და საჯარო პოლიტიკის დარგში კვლევების ხელშეწყობის მიზნით.
  • ამუშავდა ყირგიზეთის ოფისი ბიშკეკკში

2001

  • აზერბაიჯანში Eევრაზიის ფონდი დაჯილდოვდა იუსუს მამედალიევის პრიზით რეგიონის განათლების და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
  • ფონდი აარსებს მუნიციპალურ მოხელეთა ტრეინინგის ცენტრს ჩრდილოეთ ტაჯიკეთში, სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების მიზნით.
  • ფონდი აარსებს უზბეკეთის ისტორიაში პირველ დამოუკიდებელ საგანმანათლებლო უწყებას: Kკელაიაკ ილმის საერთაშორისო ბისნესის სკოლას
  • ჯეიმს ა. ბეიკერი III, აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ამჟამად ევრაზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი დაჯილდოვდა ევრაზიის ლიდერის პრიზით

2000

  • ევრაზიის რეგიონალური ოფისი იხნება ალმატიში, ყაზახეთი

1999

  • რუსეთის ჩრდილოეთში ევრაზიის ფონდი აარსებს სანკტ-პეტერბურგის მენეჯმენტის სკოლას, რომელც ბიზნესის ადმინისტრაციის სამაგისტრო პროგრამის სტანდარტებს შეესაბამება.
  • ევრაზიის დამფუძნებელთა საბჭო ავალებს ფონდს დაარსოს ოფისი ბიშკეკში, ყირგიზეთი.

1998

  • ევრაზიის ფონდი აარსებს სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამას სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის მიზნით.

1997

  • ამუშავდა აზერბაიჯაინის ადგილობრივი ოფისი ბაქოში.
  • ევრაზიის ფონდი ახორციელებს მედიის განვითარების პროგრამას სომხეთში, რომლის მიზანია საგაზეთო ინდუსტრიის ლიბერალიზაცია და საგაზეთო ბეჭდვით სისტემაში მონოპოლიური ტენდენციების შესუსტება.
  • ფონდი აარსებს BASA Press-ს, ერთადერთ დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოს მოლდავეთში

1996

  • ევრაზიის ფონდის დამფუძნებელთა საბჭო ავალებს ფონდს განახორციელოს პირველი დამოუკიდებელი საკრედიტო პროგრამა სომხეთში, “მცირე ბიზნესის საკრედიტო პროგრამა”, რომელიც შემდგომში იზმირლიანი-ევრაზიის საკრედიტო კომპანიად ჩამოყალიბდა, აგრეთვე, ევრაზიის ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა მედიის განვითრების ფონდი რუსეთსა და უკრაინაში.
  • ევრაზიის ფონდი ხელმძღვანელობს დონორთა კონსორციუმის მიერ ეკონომიკიური განათლებისა და კვლევის კონსორციუმის პროგრამის დაარსებას, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ეკონომიკური განთლების განვითარებასა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე.
  • ევრაზიის დამფუძნებელთა საბჭო ავალებს ფონდს დაარსოს ოფისები თურქმენეთსა და ტაჯიკეთში.

1995

  • ამუშავდა ადგილობრივი ოფისები სომხეთსა და საქართველოში.

1994

  • ევრაზიის ფონდის ვაშინგტონის ოფისმა გასცა პირველი გრანტი ტაჯიკეთის და თურქმენეთის ადგილობრივი ორგანიზაციების დასახმარებალდ.
  • ევრაზიის დამფუძნებელთა საბჭომ დაავალა ფონდს ადგილობრივი ოფისების დაარსება ერევანში, სომხეთი, თბილისში, საქართველო, ალმატიში, ყაზახეთი და ტაშკენტში, უზბეკეთი.

1993

  • ევრაზიის ფონდის ვაშინგტონის ოფისმა გასცა პირველი გრანტები სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, ყირგიზეთის ყაზახეთის, მოლდავეთის, რუსეთის, უკრაინის და უზბეკეთის ადგილობრივი ორგანიზაციების დასახმარებლად.

1992

  • ევრაზიის ფონდი, არა-კომერეციული ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში
Section links
Latest news
- 8 სექტემბერი 2010

2010 წლის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულთა სია

კონკურსი სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად... »
- 27 ივლისი 2010

ღია კარის საგრანტო კონკურსი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს... »
- 21 ივლისი 2010

2010 წლის საგრანტო კონკურსი

2010 წლის საგრანტო კონკურსში ”სამოქალაქო თანამონაწილეობის და მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად” გამარჯვებულთა სია... »
- 14 ივლისი 2010

დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში აცხადებს განცხადებების მიღებას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე... »
Eurasia Partnership
ვებ გვერდი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
USAID
ვებ გვერდი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. შესაძლებელია ფონდის შეხედულებები არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
SIDA