განცხადებები

- 11 მაისი 2012

მცირე გრანტების "ახალი არასამთავრებო ორგანიზაციების გაძლიერება" კონკურსში გამარჯვებულები

- 26 აპრილი 2012

კონკურსი და ტრეინინგი სტუდენტებისათვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
- 26 აპრილი 2012

კონკურსი და ტრეინინგი ჟურნალისტებისათვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
- 23 აპრილი 2012

კონკურსზე დოკუმენტური ფილმის მოსამზადებლად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის შექმნაზე ფონდის პროგრამის „თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის“ შესახებ.
- 17 აპრილი 2012

კონკურსის სტუდენტები სოციალური მეწარმეობისთვის მეორე ეტაპი დაიწყო

დაიწყო კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ტურის გამარჯვებული ოთხი გუნდი: Little Miss Sunshine, Spark, GRUNI და eQuality და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია. თითოეული სტუდენტური გუნდი აირჩევს არასამთავრობო ორგანიზაციას და ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადებს სოციალური საწარმოს პროექტს. პროექტების პრეზენტაცია მაისის შუა რიცხვებში გაიმართება და დამოუკიდებელი ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო პროექტი დაფინანსდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ვებგვერდზე: www.gosocialenterprise.ge
- 5 აპრილი 2012

ტრენერთა ტრენინგის ჩატარება სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების სფეროში

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ინდივიდუალებისთვის ტრენერთა ტრენინგის ჩატარებაზე სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების სფეროში.
- 2 აპრილი 2012

დაფინანსების მიღების შესაძლებლობა-სოციალური მეწარმეობა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) იწვევს სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებულ თბილისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ერთობლივად ორგანიზებული კონკურსის - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - მეორე ეტაპში, დარეგისტრირდნენ კონკურსის ვებ-გვერდზე www.gosocialenterprise.ge და დააფიქსირონ საკუთარი ინტერესი/მზაობა სოციალური მეწარმეობის დაწყებასთან დაკავშირებით. კონკურსში მონაწილეობის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციას ეძლევა შანსი მიიღოს გრანტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან და სურვილის შემთხვევაში დამატებითი დაფინანსება შეღავათიანი სესხის სახით თბილისის მერიის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში.
- 19 მარტი 2012

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად კონკურსის პირველი ეტაპი გრძელდება

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად კონკურსის ფარგლებში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები ქართულ-ამერიკულ და კავკასიის უნივერსიტეტებში. პირველი ტურის დასკვნითი ღონისძიებების დროს გუნდებმა თანატოლებს და ჟიურის წევრებს წარუდგინეს შესრულებული დავალება, რომელიც სოციალური საწარმეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრას ისახავდა მიზნად. კერძოდ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა Little Miss Sunshine, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის გამარჯვებული გუნდი Spark გახდა.
- 19 მარტი 2012

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის ოთხი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კონკურსის ჩატარებას სოციალური მეწარმეობის კონცეფციის გაცნობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარებაში ჩართვის მიზნით. კონკურსში მონაწილეობენ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლების სტუდენტები.
- 13 მარტი 2012

2012 წლის მცირე გრანტების კონკურსი - ახალი არასამთავრებო ორგანიზაციების გაძლიერება

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსის ფარგლებში იღებს განაცხადებს საქართველოს ახლად შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსი მიმართულია ახლად დაარსებული სსო-ების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ რათა გაზარდოს მათი ეფექტური და მდგრადი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივი თემების პრობლემების მოსაგვარებლად.
« წინა გვერდი  |  მომდევნო გვერდი »