ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივები

2012 წლის 23 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ქართული მედიის კვლევების ანგარიშის პრეზენტაცია ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივები.

ანგარიშში მიმოხილულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2009 და 2011 წლებში ჩატარებული ქართული მედიის კვლევების შედეგები, რომლებიც დააფინანსეს ევროკავშირმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

პრეზენტაცია მოიცავს მედია კვლევების ანალიზის შედეგებს, ქართული მედიის განვითარების გეგმებს და პერსპექტივებს, და ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ცვლილებებზე, რომლებიც დაფიქსირდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაში ქართული მედიისადმი 2009 წლის კვლევიდან 2011 წლის კვლევამდე.

ანგარიშის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ქვემოთ მიმაგრებული ფაილი: