ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში

2012 წლის 16 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს კვლევის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაციას.

აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის -კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2011 წლისათვის და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით მომხდარი ცვლილებები. ანგარიში მიმოიხილავს, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე, რა დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ და რა ცოდნას ფლობენ ევროკავშირის შესახებ.

ღონისძიების შესახებ დაწვილებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ პრეს-რელიზი: