პრეს-რელიზები

- 4 აპრილი 2012

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში 2011 წ.

2012 წლის 5 აპრილს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება“. პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2011 წ. მანძილზე საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, გამოყოფენ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ღონისძიების შესახებ დაწვილებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ პრეს-რელიზი:
- 7 მარტი 2012

საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეშფოთებულია 2011 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია, რომელსაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიც აწერს ხელს. მეტი ინფორმაციისათვის ამ საკითხზე შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანდართულ განცხადებას.
- 24 იანვარი 2012

ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივები

2012 წლის 23 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ქართული მედიის კვლევების ანგარიშის პრეზენტაცია ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივები.
- 13 იანვარი 2012

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში

2012 წლის 16 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს კვლევის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაციას. აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის -კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2011 წლისათვის და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით მომხდარი ცვლილებები. ანგარიში მიმოიხილავს, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე, რა დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ და რა ცოდნას ფლობენ ევროკავშირის შესახებ. ღონისძიების შესახებ დაწვილებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ პრეს-რელიზი:
- 8 დეკემბერი 2011

ეკო-პრემიების სამწლიანი პროგრამა დასრულდა

პარასკევს, 9 დეკემბერს, 12 სთ-ზე, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ეკო-პრემიების სამწლიანი პროგრამის დასკვნითი ღონისძიება. ეს პროგრამა 2009 წელს დაიწყო BP-ისა და მისი ნავთობისა და გაზის პროექტებში ჩართული პარტნიორების ინიციატივით. 2010 წელს მას HSBC ბანკი შეუერთდა. პროგრამის ადმინისტრირებას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) ახორციელებს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას ღებულობენ სამი წლის განმავლობაში ჩატარებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება პროექტის შედეგების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პროექტების მონაწილეებისაგან მიიღოს. იხილეთ პრეს-რელზი:
- 24 ნოემბერი 2011

სოციალური საწარმო - დევნილთა დასაქმებისა და სოციალური რეინტეგრაციის ქმედითი ინსტრუმენტი

2011 წლის 25 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და Czech Fundraising Center, ევროპის სახლთან თანამშრომლობით, გამართავენ პროექტის – *„სოციალური საწარმო – იძულებით * გადაადგილებული პირების დასაქმებისა და სოციალური რეინტეგრაციის ქმედითი ინსტრუმენტი“ დასკვნით ღონისძიებას. პროექტი ხორციელდებოდა 2010 წლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა (ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების ერთობლივი ფინანსური რესურსი) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ.
- 20 აპრილი 2011

ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია

2011 წლის 21 აპრილს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს ანგარიშის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში 2010 წ.“ პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფის მიერ. გამომსვლელები შეაფასებენ 2010 წ. მანძილზე საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, გამოჰყოფენ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ღონისძიების შესახებ დაწვილებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ პრეს-რელიზი:
- 31 მარტი 2011

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალი პროექტის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 28 მარტს, ორშაბათს 15:30 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტ-ში გაიმართა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა (EPF) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის – Czech Fundraising Center-ის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ძირითადი, კერძოდ დასაქმების პრობლემის შემსუბუქებას. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა (ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ერთობლივი ფინანსური რესურსი) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიმართულია დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უნარ-ჩვევების გაზრდაზე. დანართის სახით იხილეთ პრეს რელიზის სრული ტექსტი.
- 15 მარტი 2011

ინდუსტრიული ზონის სამოქალაქო ეკომონიტორინგი

2011 წლის 9 მარტს ფონდის „ღია კარის“ საგრანტო პროგრამით დაფინანსებული პროექტის „ინდუსტრიულ ზონებში გარემოზე ზემოქმედების სამოქალაქო მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში ქ. კასპში (ინდუსტრიული ზონა) ჩატარდა საჯარო შეხვედრა ადგილობრივ სათემო ჯგუფებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
- 9 მარტი 2011

სურსათის უვნებლობა საქართველოში 2010 წ. განხორციელებული რეფორმები, პრობლემები, პერსპექტივები

2011 წლის 10 მარტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამა აწყობს მრგვალ მაგიდას, რომელიც მიეძღვნება საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ახალი რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს
« წინა გვერდი  |  მომდევნო გვერდი »