ძლიერი სამართლებრივი სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ განახორციელა მრავალი საკანონმდებლო ცვლილება და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის. მიუხედავათ პოზიტიური ცვლილებებისა, ადგილობრივი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ საუბრობენ საქართველოს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება მიმდინარე რეფორმების მონიტორინგის პროცესში, რათა გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის ხარისხი. შესაბამისად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტი „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელ სასამართლოსთვის“ (CIIJ), იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პროექტი დაფინანსებულია USAID -ის მიერ, EWMI -ის შუამავლობით.
მიზანი:
სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის პროექტის ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიზნად ისახავს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას სამართლებრივი რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი სასამართლოსათვის ადვოკატირების პროცესში.
დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოს მხარდაჭერისთვის პროექტის მონაწილეები ახორციელებენ შემდეგს:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.