”ღია კარის” საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ფონდის მიერ წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს საგრანტო განაცხადებისა და პროექტების მიღებას. პროექტები უნდა წარმოადგენდნენ ინოვაციურ იდეებსა და მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას, ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას, სოციალური სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების და ადამიანის უფლებების პატივისცემის განმტკიცებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიიჩნევს, რომ მოტივირებულ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცენ სოციალურ ცვლილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ორგანიზაციები, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ, წარმოადგენენ წარმატებული საქმიანობის მამოძრავებელ ძალას, რამდენადაც ყოველთვის ახერხებენ იპოვონ მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ახლებური გადაწყვეტილებები და იდეები.
ტრადიციულად, დონორები გარკვეულ რისკად მიიჩნევენ და ნაკლებად აფინანსებენ ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და იმ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ადგილებზე საჭიროების გადაჭრის ახლებურ მეთოდებს სთავაზობენ. გრანტების მართვის აპრობირებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აფინანსებს ღია კარის პროგრამაში შემოსულ საგრანტო პროექტებს, რომლებიც შესაძლოა არ პასუხობს ფონდის პრიორიტეტული პროგრამების საგრანტო კონკურსების პირობებს, თუმცა შეესატყვისება ფონდის მანდატსა და მისიას. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ღია კარის პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს ინოვაციურ საპილოტე პროექტებს, რომელიც მიმართულია სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე, რათა მოხდეს მიღებული შედეგების ფართო მასშტაბით გავრცობა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ღია კარის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არამომგებიან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, ღია კარის პროგრამამ შეიძლება დააფინანსოს სხვა სამართლებრივი ტიპის ორგანიზაციებიც, თუ მათ საპროექტო განაცხადში შემოთავაზებული იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის გადაჭრის გზები. ღია კარის პროგრამაში წარდგენილი პროექტები უნდა იყოს ინოვაციური და ამავე დროს ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილებზე პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემების პრიორტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე.
პროექტებში შემოთავაზებული მეთოდოლოგია მკაფიოდ უნდა აღწერდეს ფართო სამოქალაქო მონაწილეობას პრობლემების გამოვლენის, მათი გადაჭრის გზების მოძიების, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. იდეალურ ვარიანტში, წარმოდგენილ პროექტებს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი და გაზომვადი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ქცევითი ცვლილებები ადგილობრივ, რეგიონალურ და ქვეყნის დონეზე.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, საგრანტო განაცხადების მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ პროექტებს ქალებსა და მამაკაცებზე.იხილეთ გენდერული ასპექტების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სახელმძღვანელო კითხვარი.
ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზი აჩვენებს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი მერყეობს საშუალოდ 40,000-45,000 ლარის ფარგლებში, რაც უმეტეს შემთხვევებში, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების ადეკვატურად მიღწევის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, საგრანტო განაცხადის მომზადებისას, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს, ეს გარემოება გაითვალისწინონ.
განაცხადები შეიძლება წარმოდგენილი იქნას მთელი წლის განმავლობაში, კონკრეტული ვადების დაცვის გარეშე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ღია კარის პროგრამით შემოსულ განაცხადებს განიხილავს სისტემატიურად და განმცხადებელი პასუხს მიიღებს წინასწარი საპროექტო წინადადების ან სრული საპროექტო განაცხადის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში. გაეცანით განაცხადების შეტანის წესებს და სხვა მასალებს.
რამდენადაც ღია კარის პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს ინოვაციურ იდეებს, წარმოდგენილი განაცხადები არ უნდა იმეორებდნენ და/ან ემთხვეოდნენ ამა თუ იმ სფეროში მიმდინარე, ან უკვე განხორციელებულ აქტივობებს. პირიქით, ისინი უნდა აძლიერებდენენ და ავსებდნენ სხვა მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს. იხილეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული, ამჟამად მიმდინარე საგრანტო პროექტების შესახებ ინფორმაცია.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არ აფინანსებს:
• პოლიტიკურ პარტიებს (თუმცა შესაძლოა დაფინანსებული იქნას საქმიანობა, რომელიც მოიცავს ყველა პარტიის მონაწილეობას, მაგ. საარჩევნო პროცესში ჩართულობა);
• პარტიულ ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას (გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც სარგებელი მოაქვთ საზოგადოებრივი და სოციალური თვალსაზრისით);
• რელიგიურ აქტივობებს;
• კომერციული მიზნით განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს;
• ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობებს;
• მიკრო-სესხებს, მცირე ბიზნეს-სესხებს, მეწარმეობისათვის საჭირო საწყის კაპიტალს;
• არა-გამოყენებით აკადემიურ კვლევებს, ბაზრის კერძო კვლევას;
• სასწავლო სტიპენდიებსა და აკადემიური განათლების მისაღებად სამოგზაურო გრანტებს;
• სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.