პროგრამის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა. ამ მიზნის მისაღწევად, ფონდი ახორციელებს ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგს, რეფორმების ადვოკატირებას და, ამ კუთხით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. პროგრამის განხორციელების გზით, ფონდი შემდეგი შედეგების მიღწევას ვარაუდობს: 1) თანამშრომლობის გაფართოება ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები, ბიზნესი, მედია და ხელისუფლება) შორის; 2) ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა; 3) ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის დაახლოება; 4) ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და ევროპულ ღირებულებებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლება.
• “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” (ესპ) სამოქმედო გეგმის ჩარჩოებში *საქართველოს*ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და* ადვოკატირება: ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ დადებასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს. ფონდის ინიციატივით, მზადდება ანგარიშები, რომლებშიც შესწავლილია რეფორმები და სახელმწიფო პოლიტიკა ვაჭრობის, ინვესტიციების, სურსათის უვნებლობის, საბაჟო პროცედურების, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა სფეროებში. ფონდი ფართოდ ავრცელებს კვლევების შედეგებს და მათ ფარგლებში შემუშვებული რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებას ახდენს.
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველოს ევროინტეგრაციის, ევროპული ინსტიტუტების, სტანდარტებისა და ღირებულებების საკითხებზე: ფონდი ხელს უწყობს რეგულარული საჯარო დისკუსიების (მათ შორის, ტელევიზიით და რადიოთი) მოწყობას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას გულისხმობს.
• მოსახლეობის აზრის შესწავლა: ფონდის ერთ-ერთი პროგრამის, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მეშვეობით, ხორციელდება სოციოლოგიური გამოკითხვები ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების თაობაზე. ამ კვლევების შედეგები ღირებულ წყაროს წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქმიანობის დაგეგმვისათვის და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
• სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მობილიზაცია: ფონდი ხელს უწყობს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის (მომხმარებლები, დასაქმებულები და სხვ.) ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზაციას, საკუთარი უფლებების დასაცავად ევროპული სტანდარტების შესაბამისი მექანიზმების შემუშავებისა და ამოქმედებისათვის.
2012 წლის 16 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა კვლევის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია.
აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის -კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2011 წლისათვის და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით მომხდარი ცვლილებები.
2009 წლის 1-10 აგვისტოს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა” და “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. კვლევის შედეგები 2009 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა საზოგადოებას.
ესპ-ის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასააქტიურებლად, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველო”, “ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა” და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა” მოამზადეს ერთობლივი ანგარიში.
იხილეთ დოკუმენტი:
2008 წლის ივნისში ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოსა” და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო ევროკავშირის სამოქმედო გეგმის მიზნებთან მიმართებაში სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების დადგენა და სექტორში არსებული საექსპერტო
შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასება. გამოკითხვა ჩატარდა პროექტის ფარგლებში “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში”.
იხილეთ დოკუმენტი:
2005 წელს, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს”, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” და “ჰაინრიხ ბიოლის ფონდის” მხარდაჭერით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, ესპ-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
იხილეთ დოკუმენტი:
2006-2008 წლებში, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა”, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შექმნა ვებგვერდი, რომელიც ესპ-ის ფარგლებში, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებდა.
იხილეთ ვებ-გვერდი:
გაეცანით ესპ-ის “სამოქალაქო დიალოგის პროგრამის” ფარგლებში მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტებსა და დოკუმენტურ ფილმებს, ნარჩენების მართვის, პროფესიული განათლების, სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების შესახებ.
2012 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში: „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება“.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ) სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი ეკონომიკურ რეფორმებსა და ევროკავშირთან ვაჭრობის განვითარებას უკავია. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში ისეთ საჭირბოროტო საკითხებს ეხება, როგორიცაა: კონკურენციის პოლიტიკა, საბაჟო პროცედურები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
2011 წელს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში 2010 წ.“.
ანგარიში მოიცავს 2008-2010 წლებში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზს, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სფეროებში (ინვესტიციები, საბაჟო პროცედურები, სანიტარია და ფიტოსანიტარია, სახელმწიფო შესყიდვები, ინტელექტუალური საკუთრება) საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვას; აღნიშნული ნაბიჯების შეფასებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებასა და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე” (DCFTA) მოლაპარაკებათა დაწყების კონტექსტში.იხილეთ დოკუმენტი:
2012 წლის 5 აპრილს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ანგარიშის პრეზენტაცია „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში 2011წ. კონკურენციის პოლიტიკა, საბაჟო პროცედურები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“.
პრეზენტაციის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2011 წლის 21 აპრილს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა” მოაწყო ანგარიშის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში 2010 წ.“ პრეზენტაცია. ანგარიში მომზადდა ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
პრეზენტაციის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2011 წ. 10 მარტს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებთან, ახალი რეგულაციების შესრულების მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2009 წ. 14 დეკემბერს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ დასადებად საჭირო რეფორმებს.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2009 წ. 20 ნოემბერს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების საკითხს ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისათვის“ მომზადების კონტექსტში.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2009 წ. 23 ოქტომბერს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა ქართული საზოგადოების მოლოდინებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2008 წ. 9 დეკემბერს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანიც იყო სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების ნაწილობრივი შეჩერების ზეგავლენის განხილვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების მომზადებაზე და, ასევე, ამ საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2008 წ. 3 ნოემბერს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანიც იყო ევროკავშირის ბაზარზე ქართველი მეწარმეების შედარებითი უპირატესობისა და ინტერეების შეფასება მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში და, ასევე, დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
2008 წ. 1 ოქტომბერს პროექტის „ევროკავშირ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება: დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის ხელშეწყობა“ ფარგლებში „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ მოაწყო პირველი მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირთან სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის ამსახველი ბიულეტენი იხ. ქვემოთ:
ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საგნობრივი დისკუსიების წარმართვის მიზნით, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით იქმნება შემდეგი მედია პროდუქტები:
თოქ-შოუ „ევროპული არჩევანი“ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
გადაცემების ციკლი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე 2011 წლის 20 აპრილიდან დაიწყო. თოქ-შოუ ყოველ ოთხშაბათს, 22:00 საათზე გადის ეთერში. იხილეთ გადაცემის ბმული.
თოქ-შოუ „ევროპა საქართველოში“ რადიო „მწვანე ტალღაზე.
გადაცემების ციკლი რადიო მწვანე ტალღაზე 2011 წლის 27 იანვრიდან დაიწყო. თოქ-შოუ ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში. იხილეთ გადაცემის ბმული.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.