მიზნები
საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავება. ამისათვის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას ეროვნული ინტეგრაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. პროგრამის მიზანია ასევე გაზარდოს ხალხის და ორგანიზაციების შესაძლებლობები, რომ ისინი ეფექტურად ჩაებან დისკუსიებსა და დებატებში, გადაწყვიტონ მთელი რიგი საკითხები, რაც მჭიდრო მრავალეროვნული საზოგადოების შექმნას უკავშირდება. საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამა საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. დაფინანსებით. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პასუხისმგებელია პროგრამის საგრანტო კომპონენტზე, რაც მიმართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც არაქართველი წარმოშობის მოქალაქეებით დასახლებული ტერიტორიების განვითარებაზე მუშაობენ.
შედეგი
2007 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ხუთი ორგანიზაცია დააფინანსა (ერთი მიზნობრივი საგრანტო კონკურსის და ღია კარის მექანიზმით) ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის მხარდასაჭერად. პროექტები შემდეგ სფეროებზეა ფოკუსირებული: ტოლერანტობა მედიაში, კულტურათაშორისი ინფორიმირებულობა და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. პროექტები ამჟამად განხორციელების პროცესშია.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საპროექტო განაცხადების მიღებას 2009 წლის თებერვალშიც გამოაცხადებს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.