ეკო-გრანტების პროგრამა

ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, 2009 წ. თებერვალი
ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, 2009 წ. თებერვალი

პროგრამის მიზანი:
ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება

პროგრამის დასაბუთება:
ადამიანთა მოქმედებამ საქართველოს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. აღნიშნული ქმედებები შეიძლება პოსტ-კომუნისტურ გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილი ეკონომიკური სიდუხჭირის, ასევე საზოგადოების ცნობიერების და სახელმწიფო რეგულაციების არარსებობის გამო იყოს გამოწვეული. აღნიშნული ზეგავლენა გარემოს დეგრადაციის მრავალ ასპექტში გამოვლინდა, როგორიცაა დაბინძურების გაზრდა, გადაძოვება, ტყეების გაჩეხვა, ბიომრავალფეროვნების შემცირება და სტიქიური უბედურებების გახშირება.

2008 წლის ბოლოს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან კონტრაქტი გააფორმა ბრითიშ პეტროლიუმმა (BP) ეკოგრანტების პროგრამის განხორციელების მიზნით. მნიშვნელოვანი კვლევის შემდეგად, BP-მ და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გადაწყვიტეს ყურადღება ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე გაემახვილებინათ ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისადმი მათი შესაძლებლობის გაზრდის გზით. შემოთავაზებული მექანიზმები მოიცავდა ინფორმირებულობის ამაღლებას, განათლებას, თემის მობილიზებას და ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერას ეკონომიკური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანით.

შესაბამისი დოკუმენტები

განცხადებები