მიზანი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტი ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ხარისხიან, პროფესიულ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
• ქართული მედია სივრცის კვლევა (როგორც რაოდენობრივი,ასევე თვისობრივი მეთოდების გამოყენებით).
• ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დაფუძვნება, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და იურისტებს და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ცვლილებებს.
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი დაკავშირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედია ასოციაციასთან
• ტრენინგების ჩატარება მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და იურისტებისათვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციფიკასთან, მედია სამართლისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
• სატელევიზიო და საჯარო დისკუსიების მოწყობა ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება ქართული მედიის მდგომარეობა.
• საგრანტო კონკურსების გამოცხადება საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში.
შედეგები:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა განახორციელა ქართული მედია სივრცის კვლევა, რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგებოდა: 1) მოსახლეობის გამოკითხვა; 2) ფოკუს-ჯგუფები მედია საშუალებების მომხმარებლებთან; 3) სიღრმისეული ინტერვიუები მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებთან; 4) ქართული ტელეარხების მედია მონიტორინგი.
კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო ევროკომისიის მიერ 2009 წლის ნოემბერში ორგანიზებულ სემინარზე ”ევროკავშირი და საქართველო”, რომელშიც მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. კვლევის ანგარიშში წარმოდგენილმა ქართული მედიის მდგომარეობის ანალიზმა დიდი ინტერესი გამოიწვია სემინარზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაყოფიერი დისკუსიის წარმართვაში.

პროექტი დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.