პროგრამა ითვალისწინებს ფონდის მიერ წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს საგრანტო განაცხადებისა და პროექტების მიღებას.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, გაზარდონ საკუთარი თემიდან სხვა ახალგაზრდების მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივობის შესაძლებლობა.
სათემო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ჩართვა პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ევროინტეგრაციის პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
კერძო კომპანიების უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული საჭიროებების მიმართ.
პროგრამა აერთიანებს კვლევების, რესურსებისა და ტრენინგის ცენტრებს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში.
ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავება.
სოციალური მეწარმეობის განვითარების და იმ ბიზნესების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობის “საბაზისო ხაზს” უპირატესად სოციალური მიზნები წარმოადგენს.
პროგრამის მიზანია ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება.
მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხარისხიან, პროფესიულ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე.
პროექტის მიზანია პროფესიული იურიდიული ასოციაციების, ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. CIIJ-ის ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიზნად ისახავს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას სამართლებრივი რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი სასამართლოსათვის ადვოკატირების პროცესში.
მოხალისეობის კულტურისა და პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა დადებითი სოციალურ ცვლილებების მისაღწევად მოხალისეობის შესაძლებლობების და უპირატესობების გამოყენებით.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.