ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალი ინიციატივა – არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო მომსახურება

ინიციატივის მიზანი – არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაა. ყოველი თვის პირველ პარასკევს 3:00-დან 5:00 საათამდე ფონდის თანაშრომლები ზოგად კონსულტაციებს გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მსურველ მოქალაქეებსა და ახლად დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შემდეგ საკითხებზე: არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, მართვა, პროექტებისათვის ფინანსების მოზიდვა, პროექტების მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. დაინტერესებულ პირებს აგრეთვე შეუძლიათ აღნიშნულ საკითხებზე მასალები იხილონ ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულ “საკონსულტაციო საათი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის” განყოფილებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს:

ტელ./ფაქსი: (+995 32) 25 27 78/82, (+995 32) 25 39 42/43;
ელ-ფოსტა: info@epfound.ge, ან ეწვიეთ ფონდის ვებ-გვერდს: www.epfound.ge

მასალები: