ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პერიოდულად კონკურსებსა და ტენდერებს აფინანსებს. ამით იგი მიიზიდავს განაცხადებს განსაზღვრულ საკითხებზე, რომელთა მიზანი ერთი კონკრეტული სფეროს განვითარებაა. კონკურსებით რამდენიმე გრანტი ფინანსდება, ტენდერის ფარგლებში კი ერთი გრანტი გაიცემა. ტენდერებისა და კონკურსების განაცხადები და შედეგები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
როდესაც ფონდი ამა თუ იმ სფეროში კონკურსის ან ტენდერის ჩატარებას გეგმავს, ის იტოვებს უფლებას შესაბამისი განაცხადები მხოლოდ ამ კონკურსის ფარგლებში განიხილოს. ”ღია კარის” ფარგლებში შემოსული შეკითხვები და განაცხადები, რომლების ესადაგებიან კონკურსის თემას და კონკურსამდე ან კონკურსის დროს არიან შემოტანილები, ასევე შეიძლება იქნან განმეორებით განხილული, როგორც საკონკურსო განაცხადები.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.