ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ნუსხა მოიცავს ევრაზიის ფონდისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების მიერ 1993 წლიდან დაფინანსებული პროექტების (8400-ზე მეტი!) შესახებ სრულ ინფორმაციას. თქვენთვის სასურველი პროექტის მოძებნა შეგიძლიათ ქვეყნის მითითებით, სადაც იგი განხორციელდა (მაგ., საქართველო), ასევე იმ სფეროს მითითებით, რომელსაც თქვენთვის საინტერესო პროექტი განეკუთვნებოდა (მაგ., სამოქალაქო საზოგადოება) ან სხვა საკვანძო სიტყვის საშუალებით.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.