* საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ამოქმედდა.
* უკრაინაში, ბელორუსსა და მოლდოვაში აღმოსავლეთ ევროპის ფონდი ამოქმედდა.
* ცენტრალური აზიის ევრაზიის ფონდი დაარსდა ბიშკეკში და ოშში (ყირგიზეთის რესპუბლიკა), ალმატიში (ყაზახეთი) და დუშანბეში (ტაჯიკეთი).
* ევრაზიის ფონდი ეხმარება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს ახლო აღმოსავლეთში ახალი ფონდის დაარსებასა და ამოქმედებაში.
* რეგიონში ევრაზიის ფონდის წარმატებული მოღვაწეობის ათი წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
* ევრაზიის ფონდის რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ოფისი ვლადივოსტოკში ოფიციალურად უერთდება ახალ ევრაზიის ფონდს.
* მოყოლებული 1992 წლიდან, ევრაზიის ფონდმა 275 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია გასცა 7,700 გრანტისა და ტექნიკური დახმარების პროექტების სახით.
* რუსეთში, ერთობლივი რუსულ-ამერიკულ -ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ახალი ევრაზიის ფონდი ამოქმედდა.
* იზმირლიან-ევრაზია უნივერსალ კრედიტ კომპანია სომხეთში პირველ სესხებს გასცემს.
* ევრაზიის ფონდის მიერ დაფუძნებული ეკონომიკური განათლებისა და კვლევის კონსორციუმი დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციად გარდაიქმნა და დააფინანსა სამეცნიერო- კველვითი პროგრამა მოსკოვში, რუსეთი, და უმაღლესი განათლების პროგრამა კიევ-მოილას უნივერსიტეტში, უკრაინა.
* ევრაზიის ფონდის კერძო დაფინანასება 50 მილიონი აშშ დოლარის ზღვარს აღწევს.
* ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინასებით, ევრაზიის ფონდი აარსებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს, რათა დაეხმაროს სიცოალურ მეცნიერებათა მკვლევარებს მუშაობაში და საჯარო პოლიტიკაში წვლილი შეიტანოს.
* ამუშავდა ყირგიზეთის ოფისი ბიშკეკში.
* ევრაზიის ფონდი აზერბაიჯანში, რეგიონში განათლებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელობანი წვლილისათვის, იუსიფ მამედალიევის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.
* ფონდი, სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების მიზნით, ჩრდილოეთ ტაჯიკეთში მუნიციპალურ მოხელეთა სატრენინგო ცენტრს აარსებს.
* ფონდი უზბეკეთის ისტორიაში პირველ დამოუკიდებელ საგანმანათლებლო დაწესებულებას აარსებს: კელაჯაკ ილმის სახელობის საერთაშორისო ბიზნესის სკოლას.
* ჯეიმს ა. ბეიკერი III, აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ევრაზიის ფონდის მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი, ევრაზიის ლიდერითა პრემიით დაჯილდოვდა.
* ევრაზიის ფონდის რეგიონალური ოფისი ალმატიში, ყაზახეთისაქმიანობას იწყებს.
* რუსეთის ჩრდილოეთში ევრაზიის ფონდი სანკტ-პეტერბურგის მენეჯმენტის სკოლას აარსებს, რომელიც მსურველებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.
* ევრაზიის ფონდის დამფუძნებელთა საბჭო ავალებს ფონდს დაარსოს ოფისი ბიშკეკში, ყირგიზეთი.
* ევრაზიის ფონდი, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის მიზნით, სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამას აარსებს.
* აზერბაიჯანის ოფისმა ბაქოში ადგილობრივი ფუნქციონირება დაუწყო.
* ევრაზიის ფონდი სომხეთში მედიის გაძლიერების პროგრამას ახორციელებს, რასაც შედეგად მოყვა ბეჭვდითი მედიის წარმოებისა და გავრცელების ლიბერალიზაცია და საგაზეთო ბეჭდვით სისტემაში მონოპოლიის მსხვრევა.
* ფონდი აარსებს BASA Press-ს, ერთადერთ დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოს მოლდოვაში.
* ევრაზიის ფონდის დამფუძნებელთა საბჭო ავალებს ფონდს განახორციელოს პირველი დამოუკიდებელი საკრედიტო პროგრამა სომხეთში -“მცირე ბიზნესის საკრედიტო პროგრამა”, რომელიც შემდგომში იზმირლიანი-ევრაზიის საკრედიტო კომპანიად ჩამოყალიბდა. აგრეთვე, ევრაზიის ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა მედიის მდგრადობის ფონდი რუსეთსა და უკრაინაში.
* ევრაზიის ფონდი ხელმძღვანელობას უწევს დონორთა კონსორციუმს ეკონომიკიური განათლებისა და კვლევის კონსორციუმის დაარსებაში. ეს არის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ეკონომიკური განათლებისა და სამეცნიერო-კვლევის განვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
* ევრაზიის დამფუძნებელთა საბჭო ავალებს ფონდს დაარსოს ოფისები თურქმენეთსა და ტაჯიკეთში.
* ამუშავდა ადგილობრივი ოფისები სომხეთსა და საქართველოში.
* ევრაზიის ფონდის ვაშინგტონის ოფისმა გასცა პირველი გრანტები ადგილობრივი ორგანიზაციების დასახმარებლად ტაჯიკეთისა და თურქმენეთში.
* ევრაზიის ფონდის დამფუძვნებელთა საბჭომ დაავალა ფონდს ადგილობრივი ოფისების დაარსება ერევანში, სომხეთი; თბილისში, საქართველო; ალმატიში, ყაზახეთი და ტაშკენტში, უზბეკეთი.
* ევრაზიის ფონდის ვაშინგტონის ოფისი გასცემს თავის პირველ გრანტებს ადგილობრივი ორგანიზაციების დასახმარებლად სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, რუსეთში, უკრაინისა და უზბეკეთში.
* ევრაზიის ფონდი დაარსდა და დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.