მანდატები და მიდგომები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ქვემოთ მოყვანილი პროგრამული მანდატებითა და მიდგომებით ხელმძღვანელობს. მანდატები და მიდგომები მოქნილი და მოთხოვნების შესაბამისად მართულია. შესაძლოა, პროგრამული აქტივობები უშუალოდ ვერც ერთ მანდატსა და მიდგომას ვერ მოერგოს, ან, პირიქით, ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში მოხვდეს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არ ცდილობს ამ ჩარჩოების ზედმიწევნით დაცვას. იგულისხმება, რომ ქვემოთ მოყვანილი სფეროები – ზოგადი მითითებებია, რომლებიც ჩვენ პარტნიორებსა და გრანტის მიმღებებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

პროგრამული მანდატები

სამოქალაქო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა

ფონდი ისწრაფვის მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდისკენ ბიზნესსაქმიანობის, მთავრობისა და დონორ ორგანიზაციათა მონიტორინგში.
პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, საზოგადოებრივი და სოციალური სამსახურის გაწევა – ყოველივე ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებისა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ფონდი ხელს შეუწყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებს გააგრძელონ მუშაობა იმაზე, რომ დაინერგოს და შენარჩუნდეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა საერთაშორისო პროექტებისა და აუდიტის სტანდარტების მიმართ. ამისათვის საჭიროა სამოქალაქო სექტორის ჩართულობა როგორც ინრასტრუქტურულ და საკანონმდებლო მონიტორინგში, ასევე პროექტების შეფასებაში. მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობა მთელი დაფინანსებული საქმიანობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა ასევე შეიტანს წვლილს ეკონომიკური თანამონაწილეობისა და შესაძლებლობების ზრდაში.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელს უწყოფს საზოგადოებრივ და კერძო პარტნიორობას. ფონდი ასევე მხარს უჭერს ბიზნესის ინსტიტუციონალურ განვითარებას და პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს.

პოლიტიკის ფორმირების გაუმჯობესებისთვის ფაქტობრივ მასალაზე დამყარებული კვლევების პოტენციალის გაძლიერება

ფონდი განაგრძობს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სოციალური კვლევების ხარისხის გასაუმჯობესებლად, კვლევის მეთოდებში ტრენინგების, სტიპენდიებისა და პროპაგანდის მეშვეობით. სოციალურ მეცნიერებათა მკვლევარების ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკის ფორმირების პროცესში, რათა არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ეფექტური პროგრამები იქმნებოდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კვლევა და გონივრული პოლიტიკა სანდო და მოუკერძოებელ ინფორმაციაზეა აგებული. ამიტომ, ფონდი ასევე დახმარებას უწევს ყოველწლიურ ”კავკასიის ბარომეტრს”, სამხრეთ კავკასიაში სოციალური შეხედულებებისა და წარმოდგენების შესახებ მოსახლეობის ყოველწლიურ გამოკითხვას. კვლევებისა და პოლიტიკის პოტენციალის ამაღლების საკითხში ფონდის მთავარი ინსტრუმენტი კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრია.

კორპორაციული და საზოგადოებრივი ფილანტროპიის კულტურის განვითარება

ფონდი მოწოდებულია სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მოხალისეობა და აქტივობა წახალისოს. ამ სფეროში აქტივობები მოიცავს ადგილობრივი კორპორაციული ფილანტროპიის ცნობიერებისა და პრაქტიკის ზრდას, და ასევე ახალგაზრდებში ისეთი უნარ-ჩვევებისა და ხედვის განვითარებას, რომ ისინი სიცოალური ცვლილებების პროპაგანდისტები და რეალიზატორები გახდნენ.

მიდგომები

საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების კუთხით ფონდი მოწინავე რიგებშია მთელ სამხრეთ კავკასიაში. რეგიონალური პროგრამები უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დამყარებას ემსახურება სხვადასხვა ქვეყნებში ისეთი ინდივიდებისა და სიცოალური ჯგიფებების ერთმანეთთან დაკავშირებით გზით, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ და საერთო მიზნებისკენ ისწრავიან. ამ არაოფოციალური, სახალხო დიპლომატიის ძალისხმევის უმნიშვნელოვანესს კომპონენტს წარმოადგენს საერთაშორისო საქმიანობის ფოკუსირება მესამე სექტორსა და ბიზნესზე, რათა დამყარდეს აუცილებელი სოციალური ერთობა, რაც, თავის მხრივ, ამყარებს ნდობას და ძალისმიერი კონფლიქტების პრევენციას ახდენს.

“ღია კარის” პროგრამა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიიჩნევს, რომ გონებაგახსნილ ადამიანებს კარგი იდეებით მნიშვნელოვანი სიცოალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საზოგადოებრივ დონეზე მუშაობენ. ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთი ადამიანებით არიან წარმოდგენილი, მოაქვთ ახლებური ხედვა და იდეები, როგორ გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს. ისინი წარმატებული გარდაქმნების მამოძრავებელი ძალა არიან.