რამ გადააწყვეტინა ევრაზიის ფონდს ადგილობრივი ფონდი დაეარსებინა?
მას შემდეგ, რაც ევრაზიის ფონდმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საქმიანობა დაიწყო, ის ისწრაფვის გააძლიეროს ადგილობრივი წარმომადგენლობა, როგორც სოციალური და დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებისკენ მოწოდებული ძალა. ამავდროულად, ევრაზიის ფონდმა თავად დაიმსახურა ადგილობრივად მოქმედი სუბიექტის რეპუტაცია, რომელიც იმ სახის გამოცდილებასა და ცოდნას უმყარება, რაც ამ ქვეყნებში მრავალწიანი საქმიანობიდან მომდინარეობს. ეს ეხმარება ფონდს გამოავლონის პრიორიტეტები და შექმნას პროგრამები.
საიდან ღებულობს ფონდი დაფინანსებას?
საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი დაფინანსებას ძირითად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (კორპორაციული შეთანხმებით) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაგან ღებულობს. დამატებით ძირითად დაფინანსებებისთან, ევრაზიის ფონდი მნიშვნელოვნად ზრდის დაფინანსებას სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოებრივი, კერძო და კორპორაციული დონორი ორგანიზაციების მეშვეობით.
რა გავლენას ახდენს ლოკალიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გაცემული გრანტების რაოდენობასა და მოცულობაზე?
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსების მოცულობა არ არის დამოკიდებული ლოკალიზაციაზე. სინამდვილეში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლოკალიზაცია მოგვცემს დამატებით საშუალებას გავზარდოთ რესურსები, რომლებიც ადგილობრივი პარტნიორებისათვის და გრანტის მიმღებთათვის არის ხელმისაწვდომი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@epfound.ge
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.