ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის განუყოფელი ნაწილია. ევრაზიის ფონდის ქსელი აერთიანებს: ახალ ევრაზიის ფონდს (რუსეთი), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს (სამხრეთ კავკასია), აღმოსავლეთ ევროპის ფონდს (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვეთი), ევრაზიის ფონდს ცენტრალური აზიაში და ევრაზიის ფონდს (აშშ). 1993 წლიდან ევრაზიის ფონდმა და მისმა ქსელმა 360 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დააბანდეს ადგილობრივ და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტებში ევრაზიის რეგიონის მასშტაბით სამაოქალაქო და ეკონომიკური თანამონაწილეობის პროექტების ხელშეწყობისათვის.
ევრაზიის ფონდის ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-საიტზე: http://www.eurasia.org.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.