ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ადგილობრივი ოფისებით არის წარმოდგენილი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ევრაზიის ფონდის მემკვიდრე, კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მისი კაპიტალი განკუთვნილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. დაარსებიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, როგორც ადგილობრივი ფონდის ჩამოყალიბებამდე 2007 წელს, ევრაზიის ფონდმა სამხრეთ კავკასიაში 1 700 გრანტი თუ პროგრამა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა კერძო თუ სახელმწიფო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. ფონდმა, დაახლოებით, 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ნერგავს და აფინანსებს პროგრამებს. მას ექვსი პროგრამული მანდატი და მიდგომა აქვს, ესენია: საზოგადოების მონაწილეობა და მონიტორინგი, კორპორაციული და საზოგადოებრივი ფილანთროპია, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ერთაშორისი თანამშრომლობა და ღია კარი, როგორც დამფინანსებელი ფონდი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თითოეული ოფისი პროგრამულ პრიორიტეტებს შეიმუშავებს. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო აქციონერებთან და საბჭოსთან ყოველწლიურად გამართულ კონსულტაციებს ითვალისწინებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობს ხუთი ადგილობრივი ფონდი, რომელთა ოფისებიც არის რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ვაშინგტონში.

ვრცლად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ